მზის ალერგია - სიმპტომები და მკურნალობის გზები - REDMED
REDMED APP
Get on the Store

მზის ალერგია - სიმპტომები და მკურნალობის გზები

მზის ალერგია - სიმპტომები და მკურნალობის გზები

მზის ალერგია - სიმპტომები და მკურნალობის გზები 

მზის ალერგია, იგივე მზის ურტიკარია, არის ტერმინი, რომელიც აღწერს მდგომარეობას, როდესაც მზის ზემოქმედების შემდგომ კანზე თავს იჩენს წითელი ფერის გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს ქავილი. რაც უფრო ძლიერია მზის ზემოქმედება, მით უფრო ძლიერია საპასუხო რეაქციაც. 

ალერგიების ზოგიერთი ფორმა გენეტიკური ტიპისაა, თუმცა გვხვდება შეძენილი სახესხვაობებიც, რომელთაც ისეთი მაპროვოცირებელი ფაქტორები უსწრებთ წინ, როგორიცაა მედიკამენტების მიღება ან ველური მცენარეების შეხება. 

მზის ალერგიის სიმპტომები 

კანისმიერი გამოვლინება შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, თუმცა არის სიმპტომთა ერთობლიობა, რომლებიც ყველასთვის საერთოა,  ესენია : 

  • სიწითლე
  • ტკივილი ან ქავილი
  •  კანის ზედაპირიდან წამოწეული მცირე ზომის გამონაყარი, რომელთაც გააჩნიათ მიდრეკილება გაერთიანებისკენ 
  • გამონაყრის ზედაპირზე ვეზიკულების (ბუშტუკების) ფორმირება, რომელთაც ასევე გააჩნიათ მიდრეკილება გაერთიანებისკენ
  • ზედაპირის აქერცვლა, ქერქით დაფარვა ან სისხლდენა

ყველა ეს სიმპტომი თავს იჩენს მხოლოდ იმ ადგილზე, სადაც მოხდა მზის სხივების ზემოქმედება და ამისთვის შესაძლოა საკმარისი იყოს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე პერიოდი. 

როდის მივმართოთ ექიმს? 

სასურველია მიმართოთ სპეციალისტს თუ მზის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემდგომ შეამჩნიეთ უჩვეულო გამონაყარი ზემოთ აღწერილი მახასიათებლებით, ხოლო თუ გამოხატულია მწვავე ფორმა და ეს ყველაფერი დროში გაგიხანგრძლივდათ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რაშიც REDMED-ის ვიდეო კონსულტაციის ფუნქცია დაგეხმარებათ.  

რა იწვევს მზის ალერგიას ? 

გამომწვევ მიზეზებს შორის დგანან სხვადასხვა პრეპარატები და ქრონიკული დაავადებები, რომლებიც კანს ხდიან მგრძნობიარეს მზის ზემოქმედებისადმი. გარდა იმისა, რომ მემკვიდრეობითი ფაქტორებიც დიდ როლს ასრულებენ ალერგიის განვითარებაში, არის შემთხვევები, როდესაც ეტიოლოგიის დადგენა ვერ ხერხდება. 

გვაქვს სხვადასხვა რისკ ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ალერგიულ რეაქციას, ესენია: 

  • გარკვეული ნივთიერებების ზემოქმედება - არსებობენ ნივთიერებები, რომელთა კანზე დატანის შემდეგ ალერგიული რეაქცია არ ვლინდება, იქამდე, სანამ ზემოქმედებაში არ შევა მზის სხივებთან, შესაძლოა ასეთ იყოს სუნამო, სადეზინფექციო ხსნარები და მზის დამცავში არსებული სხვადასხვა ქიმიური მინარევებიც კი
  • მედიკამენტები - არსებობენ პრეპარატები, რომლებიც დამწვრობის განვითარებას ამძაფრებენ, ასეთებია ტეტრაციკლინი, სულფანილამიდები და ისეთი ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა კეტოტიფენი
  • კანის ფონური მდგომარეობები - დერმატიტის არსებობა ზრდის ალერგიის განვითარების რისკს
  • კანის ფერი - დადგენილია, რომ ღია ფერის კანის მქონე ადამიანები უფრო მგრძნობიარეები არიან მზისგან გამოწვეული ალერგიისადმი
  • გენეტიკა - მემკვიდრეობითი ფაქტორები დიდ როლს თამაშობენ ალერგიის განვითარებაში

მზის ალერგიის მკურნალობა

მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება ხდება მისი ტიპის და სიმძიმის მიხედვით. მედიკამენტოზურ მკურნალობაში ძირითადად გამოიყენება კორტიკოსტეროიდები, მალამოს ან ტაბლეტების სახით, ასევე გამოიყენება მალარიის სამკურნალო პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი). 

გარდა ამისა, იმისათვის რომ მოხდეს მზის ზემოქმედებისადმი რეზისტენტობის ჩამოყალიბება, ხშირად ექიმები მიმართავენ ფოტოთერაპიას ან გვაძლევენ რეკომენდაციას გაზაფხულზე, როდესაც მზის გამოსხივება ძლიერი არ არის, მივიღოთ მსუბუქი მზის აბაზანები. 

რასაკვირველია ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა დიაგნოზების დროს, არ არის რეკომენდირებული თვითმკურნალობა, და აუცილებელია მკურნალობის ტაქტიკა შემუშავდეს სპეციალისტის მიერ. ონლაინ კონსულტაციის სერვისის მეშვეობით კი ექიმთან ვიზიტი უმოკლეს დროშია შესაძლებელი, რაშიც REDMED-ის პლატფორმა დაგეხმარებათ. 



REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
რა არის Პრედიაბეტი?
პრედიაბეტი ნიშნავს სისხლში შაქრის ნორმაზე მაღალ დონეს. თუმცა არა საკმარისად მაღალს, რომ ჩაითვალოს ტიპი 2 დიაბეტად.
ანორექსია
ანორექსია არის კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება სხეულის არანორმალურად დაბალი წონით, წონის მომატების ძლიერი შიშით და წონის დამახინჯებული აღქმით.
კვებითი აშლილობა
კვებითი აშლილობა არის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს, ადამიანის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
როგორ ჩავეწერო ოჯახის ექიმთან ონლაინ კონსულტაციაზე?
ექიმთან ონლაინ კონსულტაციის მისაღებად გადმოწერე და გახსენი REDMED აპლიკაცია. Სადაზღვევო პოლისის დასამატებლად, გადადი პროფილში და დააჭირე ღილაკს “სადაზღვევო პოლისები”;
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available