ყველაფერი, რაც ორსულობის შესახებ უნდა იცოდე - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ყველაფერი, რაც ორსულობის შესახებ უნდა იცოდე

ყველაფერი, რაც ორსულობის შესახებ უნდა იცოდე

ყველაფერი, რაც ორსულობის შესახებ უნდა იცოდე

მას შემდეგ რაც ქალი იგებს, რომ მის სხეულში ახალი სიცოცხლეა ჩასახული, აინტერესებს ყველა დეტალი ორსულობის შესახებ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მომავალ დედას სურს, ყველაფერი გააკეთოს სწორად მუცლადმყოფი ნაყოფის სრულფასოვნად განვითარებისთვის. 

რა არის ორსულობის პირველი ნიშნები?

როგორც წესი, ორსულობის პირველი პერიოდი შეუმჩნევლად მიმდინარეობს, თუმცა მაინც არსებობს ისეთი ფაქტორები, რომელიც მიანიშნებს ქალს ფეხმძიმობაზე, ესენია:

  • დაღლილობის შეგრძნება;
  • ხასიათის ცვლილება;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • სხეულის მაღალი ტემპერატურა;
  • მკერდის გამაგრება;
  • ხშირი შარდვა;
  • ტკივილი მუცლისა და წელის არეში (მსგავსად მენსტრუალური ტკივილისა);
  • მენსტრუაციის დაგვიანება.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები კომპლექსურად გაწუხებთ, ესე იგი ორსულად ხართ და დროა ტესტი გაიკეთოთ. როგორც წესი, ფეხმძიმობის დასადგენად მე-3, მე-4 ან მე-5 კვირას იტარებენ სპეციალურ ტესტს, ან ულტრაბგერით გამოკვლევას. თუმცა, ყველაზე უტყუარი საშუალება ორსულობის ჰორმონის (B-HCG) განსაზღვრაა სისხლში.

საშვილოსნოს გარე ორსულობა და სიმპტომები

საშვილოსნოს გარე ორსულობა პათოლოგიური მოვლენაა, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება და განვითარება ხდება არა საშვილოსნოს ღრუში, როგორც ნორმალური ორსულობის დროს, არამედ მის გარეთ – საკვერცხეებში, საშვილოსნოს ყელში, მილებში ან მუცლის ღრუს ორგანოებზე. 

შემთხვევათა 98%-ში საშვილოსნოს გარე ორსულობა ლოკალიზებულია ფალოპის მილის ღრუში, თუმცა შეიძლება გარე ორსულობა განვითარდეს მუცლის ღრუში, საშვილოსნოს ყელში.

საშვილოსნოსგარე ორსულობის დადგენა მარტივი არ არის, ვინაიდან ასეთი ორსულობის დროს „სიმპტომები“ ჩვეულებრივი ორსულობის სიმპტომების მსგავსია.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ორსულობაზე ეჭვის გაჩენისთანავე, ქალმა სასწრაფოდ მიმართოს გინეკოლოგს, რომელიც მას ნაყოფის ლოკალიზაციის დასადგენად, გინეკოლოგიურ გასინჯვასთან ერთად ტრანსვაგინალურ ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევასაც ჩაუტარებს.

ორსულობის გართულებები

ორსულობის ყველა ეტაპი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უდა მიმდინარეობდეს, თუმცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პერიოდია ორსულობის პირველი ტრიმესტრი, როცა ხდება ნაყოფის ფორმირება, ჩამოყალიბება, განვითარება. ამ დროს მეტია ორსულობის მოულოდნელად შეწყვეტისა და სხვა გართულებების წარმოშობის რისკი. 

მუცლის მოშლა ორსულობის მოულოდნელ შეწყვეტას წარმოადგენს და მის რამდენიმე სახეობას გამოყოფენ:

  • სპონტანური მუცლის მოშლა, როცა ემბრიონი გამოიდევნება დედის ორგანიზმის მიერ 22 კვირამდე;
  • ადრეული მუცლის მოშლა, რომელიც ხდება 12 კვირამდე;
  • გვიანი მუცლის მოშლა, რომელიც ხდება 12-დან 22 კვირამდე.

ზოგჯერ მუცლის მოშლის სიმპტომები შეუმჩნევლად მიმდინარეობს და ქალმა შესაძლოა მენსტრუალური ციკლის პროცესად ჩათვალოს, რადგან მართლაც ახასიათებს ისეთი მსგავსი სიმპტომები როგორიცაა:

  • სისხლიანი გამონადენი; 
  • საშვილოსნოს და საკვერცხეების არეში ტკივილი; 
  • თავბრუსხვევა; 
  • გონების დაკარგვა; 
  • საშვილოსნოს ტონუსი

როდის არის საჭირო ექიმთან კონსულტაცია?

მას შემდეგ, რაც ქალი მიიტანს ეჭვს ორსულობაზე, ან დაადასტურებს მას შესაბამისი ტესტით, აუცილებელია გინეკოლოგთან კონსულტაცია. პირველი ვიზიტისა და შესაბამისი ანალიზების გაკეთების შემდგომ მთელი 9 თვის განმავლობაში ორსული უნდა იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, უნდა ჰქონდეს მასთან კომუნიკაცია და ყველა საეჭვო სიმპტომის შესახებ აყენებდეს საქმის კურსში. 

იმ რეალობაში, როცა პანდემია მძვინვარებს, კლინიკაში მისვლა და რიგებში დგომა ნამდვილად სახიფათოა. ან რა საჭიროა თავის საფრთხეში ჩაგდება, როცა არსებობს ინოვაციური სამედიცინო პლატფორმა რედმედი, სადაც შეგიძლია ექიმთან ონლაინ გაიარო ვიდეო ან აუდიო კონსულტაცია 24 საათის განმავლობაში.

რედმედის მეშვეობით შესაძლებელია ექიმი სახლშიც გამოიძახოთ, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი, ვიზიტიდან 7 დღის განმავლობაში გეძლევათ საშუალება ექიმს აპლიკაციის დახმარებით დაუკავშირდეთ. 

ასევე, REDMED-ით შეგიძლიათ ლაბორატორიული კვლევები სახლში ჩაიტაროთ და პასუხები გაუგზავნოთ ექიმს კონსულტაციამდე ან კონსულტაციის დროს. საჭიროების შემთხვევაში, დანიშნულებისა და დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციას ექიმი რედმედის პორტალზე გამოგიგზავნით. 


REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
რა არის Პრედიაბეტი?
პრედიაბეტი ნიშნავს სისხლში შაქრის ნორმაზე მაღალ დონეს. თუმცა არა საკმარისად მაღალს, რომ ჩაითვალოს ტიპი 2 დიაბეტად.
ანორექსია
ანორექსია არის კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება სხეულის არანორმალურად დაბალი წონით, წონის მომატების ძლიერი შიშით და წონის დამახინჯებული აღქმით.
კვებითი აშლილობა
კვებითი აშლილობა არის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს, ადამიანის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
როგორ ჩავეწერო ოჯახის ექიმთან ონლაინ კონსულტაციაზე?
ექიმთან ონლაინ კონსულტაციის მისაღებად გადმოწერე და გახსენი REDMED აპლიკაცია. Სადაზღვევო პოლისის დასამატებლად, გადადი პროფილში და დააჭირე ღილაკს “სადაზღვევო პოლისები”;
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available