როდის უნდა მიმართო ფსიქოლოგს? - REDMED
REDMED APP
Get on the Store

როდის უნდა მიმართო ფსიქოლოგს?

როდის უნდა მიმართო ფსიქოლოგს?

ფსიქოლოგი და მასთან ვიზიტი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დასჭირდეს ცხოვრებისეული გამოწვევების თუ ემოციური სირთულეების გადასალახად. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც კი ფსიქოტერაპია საზოგადოების ნაწილისთვის მაინც ტაბუირებული თემაა. ამ მიზეზით ადამიანები შეიძლება მათთვის აუცილებელ ფსიქოლოგიურ დახმარებაზე უარსს ამბობდნენ. 

Მენტალურ ჯანმრთელობას იმდენად დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ, რამდენადაც ფიზიკურ ჯანმრთელობას. არადა საჭიროა იმის გააზრება, რომ მას ცხოვრების მრავალ ასპექტზე შეუძლია გავლენის მოხდენა. 

Რა მიზეზით მიდიან ადამიანები ფსიქოლოგთან?

ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე მისვლის მიზეზი ადამიანებისთვის განსხვავებულია. ეს შეიძლება იყოს:

  • გლოვა
  • სტრესი
  • ოჯახი&ურთიერთობები
  • დეპრესია
  • ფობია
  • მენტალური აშლილობები

არ შეიძლება მენტალური პრობლემების მქონე ადამიანს ფსიქოლოგთან მისვლა დავაძალოთ (რა თქმა უნდა, თუ საკუთარი თავისთვის ან გარშემომყოფებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს). ისინი, ვინც თვლიან, რომ იძულებით არიან ფსიქოლოგთან, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკი უჭირთ. Შესაბამისად, თავიანთი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მისი გამოუჯობესება გაუჭირდებათ. ამიტომაც უცილებელია, პაციენტმა თავისით გადაწყვიტოს, რომ ფსიქოლოგი სჭირდება. 

Როდის Მჭირდება ფსიქოლოგი?

იმის აღიარება, რომ ფსიქოლოგი და თერაპია გჭირდება, გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. Მაგრამ როგორ მივხვდეთ მართლა გვჭირდება თუ არა ფსიქოლოგი? 

ამის Პირველი “ნიშანი” ის არის, რომ გვიჭირს საკუთარი ემოციების კონტროლი. Რა თქმა უნდა, მოწყენილი, გაბრაზებული, უენერგიო ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველა ვართ და ეს სრულებით ბუნებრივია. ამ დროს “მდგომარეობიდან გამოსვლა” ჩვენითაც შეგვიძლია. Სცადეთ:

  • ვარჯიში
  • იოგა
  • ოჯახთან და მეგობრებთან დროის გატარება
  • ახალი ჰობი
  • ჯანსაღი კვება

თუ დრომ ან ცხოვრების წესის ცვლილებამ თქვენს ემოციებზე დადებად არ იმოქმედა, მაშინ რეკომენდებულია ფსიქოლოგთან კონსულტაცია. გარდა ამისა, საყურადღებოა შემდეგი სიმპტომები:

  • უეცარი ცვლილება ძილის რეჯიმში, მადაში ან წონაში
  • უარყოფითი ემოციების ფონზე ცხოვრების ხარისხის შემცირება
  • ინტერესის დაკარგვა ძველი ჰობის ან საყვარელი საქმიანობის მიმართ
  • ურთიერთობის დამყარებაში ან/და შენარჩუნებაში სირთულე
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება

იმის შეფასებისას გჭირდება თუ არა ფსიქოლოგი, აუცილებელია ფსიქოთერაპიის დადებითი მხარეების გააზრებაც. Პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ საკუთარი თავის და ემოციების შესახებ საკმაოდ ბევრს შეიტყობთ. ყოველთვის გვგონია, რომ საკუთარ თავს ძალიან კარგად ვიცნობთ, სინამდვილეში კი აღმოჩნდება, რომ ასე სულაც არ არის. 

Როცა შენი ემოციების შესახებ მეტი იცი და მათი კონტროლიც უფრო მეტად შეგიძლია, ცხოვრება მრავალი მხრივ შეიძლება გაგიუმჯობესდეს, მათ შორის, კარიერა, პირადი ურთიერთობები და სხვა. გარდა ამისა, ფსიქოლოგთან ვიზიტი შეიძლება თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც დადებითაც აისახოს. Მკურნალობის გარეშე მენტალური პრობლემები ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს და შეიძლება სხვადასხვა ჩივილი გამოიწვიოს. 

REDMED-ით შეგიძლიათ ფსიქოლოგთან კონსულტაცია დისტანციურად გაიაროთ.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
რა არის Პრედიაბეტი?
პრედიაბეტი ნიშნავს სისხლში შაქრის ნორმაზე მაღალ დონეს. თუმცა არა საკმარისად მაღალს, რომ ჩაითვალოს ტიპი 2 დიაბეტად.
ანორექსია
ანორექსია არის კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება სხეულის არანორმალურად დაბალი წონით, წონის მომატების ძლიერი შიშით და წონის დამახინჯებული აღქმით.
კვებითი აშლილობა
კვებითი აშლილობა არის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს, ადამიანის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
როგორ ჩავეწერო ოჯახის ექიმთან ონლაინ კონსულტაციაზე?
ექიმთან ონლაინ კონსულტაციის მისაღებად გადმოწერე და გახსენი REDMED აპლიკაცია. Სადაზღვევო პოლისის დასამატებლად, გადადი პროფილში და დააჭირე ღილაკს “სადაზღვევო პოლისები”;
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available