სისხლის დონორის კვირეული - ერთ დონორს სამი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია - REDMED
REDMED APP
Get on the Store

სისხლის დონორის კვირეული - ერთ დონორს სამი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია

სისხლის დონორის კვირეული - ერთ დონორს სამი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია

Სისხლის დონაციის ისტორია ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში იწყება. ამ მარტივ პროცედურას მსოფლიოში მილიონობით სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. 14 ივნისიდან სისხლის დონორის მსოფლიო კვირეული იწყება და აუცილებელია, კიდევ ერთხელ გავიაზროთ სისხლისა და სისხლის პროდუქტების უსაფრთხო დონაციისა და გადასხმის მნიშვნელობა. 


Რას ნიშნავს სისხლის დონაცია?

ეს გულისხმობს ნებაყოფლობით პროცედურას, რომლის დროსაც ადამიანი გასცემს სისხლს დონაციისთვის. Სისხლის დონაციის რამდენიმე ტიპი არსებობს: მთელი სისხლის დონაცია და აფერეზი

Მთელი სისხლის დონაცია ყველაზე გავრცელებული ტიპია, რა დროსაც ადამიანი აბარებს დაახლოებით 1,5 ლიტრ სისხლს, რომელიც შემდეგ იყოფა სხვადასხვა კომპონენტებად. Ხოლო აფერეზის დროს დონორი შეერთებულია სპეციალურ აპარატზე, რომელიც სისხლის შეგროვების გარდა, მას ყოფს კომპონენტებად (თრომბოციტები, წითელი უჯრედები და პლაზმა). გამოუყენებელი კომპონენტები კი აპარატის საშუალებით ისევ დონორს უბრუნდება.


Რატომ არის სისხლის დონაცია აუცილებელი?

სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მრავალი პაციენტისთვის, რომელსაც აქვს ტრავმის შედეგად სისხლის დანაკარგი. გარდა ამისა, სისხლის ტრანსფუზია აუცილებელია ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ონკოპაციენტებისთვის და მათთვის, ვისაც აწუხებს ჰემოფილია ან ანემია.

Სწორედ სისხლის დონორები უზრუნველყოფენ იმას, რომ ყველას, ვისაც სჭირდება სასწრაფო გადასხმა, მასზე წვდომა ჰქონდეს. დონაციის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, როგორც ნათესავის ან მეგობრის დახმარების სურვილი, ისე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა.

ამ პროცესს არა მხოლოდ სისხლის მიმღებისთვის, არამედ დონორისთვისაც საკმაოდ ბევრი ბენეფიტი აქვს. Მაგალითად, ამცირებს სტრესს, დადებითად მოქმედებს, როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.


ვინ შეიძლება გახდეს სისხლის დონორი?

Სისხლის დონორი უნდა იყოს აუცილებლად სრულწლოვანი და იწონიდეს 50 კგ-ზე მეტს. გარდა ამისა, Სისხლის ჩაბარება შეუძლია ადამიანს, რომელსაც ბოლო 1 წლის განმავლობაში:

  • გადატანილი არ აქვს ოპერაცია
  • არ აქვს გაკეთებული ცოფის საწინააღმდეგო ან სხვა აცრა
  • არ გაუკეთებია ტატუ ან პირსინგი

Სისხლის დონორობა არ შეუძლია მას, ვისაც აქვს სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები, ასევე სისხლის გზით გადამდები ინფექციები, მაგალითად, ჰეპატიტი B და C. სისხლის დონორი არ შეიძლება იყოს ორსული, ან მეძუძური დედა, ან ქალი, რომელსაც აქვს მენსტრუალური ციკლი.

გაითვალისწინეთ, რომ სტომატოლოგთან ვიზიტიდან გასული იყო იყოს 2 ან 3 თვე. 


Როგორ უნდა მოემზადო დონაციისთვის?

Სისხლის ჩაბრებამდე აუცილებელია რეკომენდაციების გათვალისწინება. Მაგალითად, წინა დღით საჭიროა კარგად დასვენება და ძილი. ასევე, უნდა მიიღოთ რაოდენობით სითხე (უფრო წყალი).

Მოერიდეთ:

  • ცხიმიან საკვებს 
  • Რკინის შემბოჭველებს (ყავა, ჩაი, შოკოლადი)
  • ალკოჰოლს
  • თამბაქოს

Რაც შეეხება მედიკამენტებს, დონაციამდე 48 საათით ადრე ნუ მიიღებთ ასპირინს


Რა რისკი აქვს სისხლის დონაციას?

Სისხლის დონაცია სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელი ზრდასული ადამიანისთვის. ყველა დონორზე იყენებენ ინდივიდუალურ, სტელირულ და ერთჯერად ხელსაწყოები, რაც ინფექციის რისკს აქრობს. 

Სისხლის ჩაბარების შემდეგ შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა, შუილი ან გულისრევა, თუმცა ეს, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება.


Რა უნდა გაითვალისწინო პროცედურის შემდეგ?

Როგორც უკვე ითქვა, თავბრუსხვევა ან სისუსტე ნორმალურია პროცედურის შემდეგ. ამიტომაც აუცილებელია, რომ მოსაცდელში დაახლოებით 15 წუთი დარჩეთ, დაისვენოთ და მსუბუქად წაიხემსოთ. 

დღის განმავლობაში კი, დონორმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე და ასევე რკინით მდიდარი საკვები, მაგალითად, ვაშლი. გარდა ამისა, მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას ან მძიმის აწევას. 


Სად შეგიძლია სისხლის დონაცია საქართველოში?

Სისხლის ჩაბარება შესაძლებელია ყოველ 2 თვეში ერთხელ.

თბილისში სისხლის ჩაბარება შეიძლება:

  • Სისხლის ბანკში
  • Სისხლის ეროვნულ ბანკში
  • ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკში
  • ჯო ენის სამედიცინო ცენტრში
  • Საუნივერსიტეტო კლინიკაში
  • ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში
  • სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურში

დედაქალაქის გარდა, დონაცია შესაძლებელია ასევე რეგიონებშიც: ბათუმი ( ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი), ქუთაისი (ონკოლოგიის ცენტრი), სამტრედია (ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი, ზუდიდი ( ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი) და სხვა.

თუ გადაწყვეტთ დონორობას, დაიმახსოვრეთ, რომ აუცილებელია მიხვიდეთ უზმოზე და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.


ავტორი: მარიამ ოსიტაშვილი

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
რა არის Პრედიაბეტი?
პრედიაბეტი ნიშნავს სისხლში შაქრის ნორმაზე მაღალ დონეს. თუმცა არა საკმარისად მაღალს, რომ ჩაითვალოს ტიპი 2 დიაბეტად.
ანორექსია
ანორექსია არის კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება სხეულის არანორმალურად დაბალი წონით, წონის მომატების ძლიერი შიშით და წონის დამახინჯებული აღქმით.
კვებითი აშლილობა
კვებითი აშლილობა არის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს, ადამიანის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
როგორ ჩავეწერო ოჯახის ექიმთან ონლაინ კონსულტაციაზე?
ექიმთან ონლაინ კონსულტაციის მისაღებად გადმოწერე და გახსენი REDMED აპლიკაცია. Სადაზღვევო პოლისის დასამატებლად, გადადი პროფილში და დააჭირე ღილაკს “სადაზღვევო პოლისები”;
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available