weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

შაქრო კალაშოვს რუსეთში 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

20:56 ხუთშაბათი, 29 მარტი 2018

მოსკოვის ნიკულინის სასამართლომ ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს, ზაქარია კალაშოვს, მეტსახელად „შაქრო მოლოდოის“, 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ის გამოძალვაში ცნო დამნაშავედ. კალაშოვი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

შაქრო კალაშოვთან ერთად მისი 11 თანამზრახველი გაასამართლეს. საქმეში გამოძალვის ორი ეპიზოდია - რესტორან Elements-ის მფლობელ ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის და ბიზნესმენ ლევ გარამოვისგან 10 მილიონი რუბლის გამოძალვა. კალაშოვი ფულის გამოძალვის ბრალდებით 2016 წლის 13 ივლისს დააპატიმრეს.

„ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებულები ბრალს არ აღიარებენ. კალაშოვის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს „უკანონო და დაუსაბუთებელ“ განაჩენს გაასაჩივრებს.

„შაქრო მოლოდოი“ რუსული დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერად მიიჩნევა. არსებული ინფორმაციით, ის „კანონიერი ქურდების“ მეთაური 2013 წელს, მას შემდეგ გახდა, რაც მოსკოვში ასლან უსოიანი („დედ ხასანი“) მოკლეს.

ეროვნებით ქურთი შაქრო კალაშოვი 1953 წლის 20 მარტს თბილისში დაიბადა. 2000 წლიდან ის ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც ძირითადად ფულის გათეთრებით იყო დაკავებული. ესპანეთში „რუსული მაფიის“ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მან მიმალვა მოახერხა, თუმცა 2006 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მაინც დააკავეს და ესპანეთს გადასცეს. ესპანეთიდან კალაშოვის ექსტრადირებას რუსეთთან ერთად, საქართველოც ითხოვდა. 2006 წელს საქართველოს სასამართლომ კალაშოვს კანონიერი ქურდობისა და ადამიანის გატაცებისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. იმ დროს კალაშოვის ადვოკატი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იყო. 2015 წელს, ესპანეთში სასჯელის მოხდის შემდეგ, ზაქარია კალაშოვი რუსეთში დაბრუნდა, სადაც ის არ დაუკავებიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]