weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში მცხოვრები 835 928 ადამიანი ლტოლვილი გახდა – UNHCR

16:53 ოთხშაბათი, 02 მარტი 2022
დედა-შვილი ტოვებს კიევს 24 თებერვალს, რუსეთის თავდასხმის შემდეგ / AP Photo/Emilio Morenatti დედა-შვილი ტოვებს კიევს 24 თებერვალს, რუსეთის თავდასხმის შემდეგ / AP Photo/Emilio Morenatti

ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) აცხადებს, რომ 24 თებერვლის შემდეგ უკრაინა 835 928-მა ადამიანმა დატოვა. ლტოლვილების ნახევარი - 453 982 ადამიანი პოლონეთის საზღვარზე გადავიდა, 116 348-მა კი თავი უნგრეთს შეაფარა.

UNHCR-ის მონაცმებით, 18-23 თებერვლის პერიოდში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატიული დონენცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან რუსეთში 96 000 ადამიანი გადავიდა. 

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“, რომელიც მოსკოვმა დონბასის ე.წ. რესპუბლიკების ლიდერების დასახმარებლად დაიწყო და მიზნად ისახავს უკრაინის „დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“. მეშვიდე დღეა მთელ უკრაინაში ბრძოლა მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]