30 აგვისტო, 2018
მერსი მერსის აღარ ჰგავს: რა ცვლილებები შეიტანა სექსუალურმა ჟურნალისტმა გარეგნობაში
სექსუალური ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი ბოლო დროს სულ უფრო ბევრი ადამიანის ყურადღების ობიექტი ხდება. ინტერესს მისი გარეგნობა იწვევს, ამბობენ, რომ ის ძველ მერსის არ ჰგავს და განსაკუთრებით მანდილოსნებს აინტერესებთ, რა ცვლილებები შეიტანა მან საკუთარ გარეგნობაში.

„რეიტინგი“ ჟურნალისტს დაუკავშირდა და შეეცადა მისგან გაერკვია, რა ცვლილებები შეიტანა მან გარეგნობაში.

Rating

- მერსი, ბოლო დროს ბევრს საუბრობენ თქვენს გარეგნობაზე, რა ცვლილებები შეიტანეთ?

- ქალბატონი რაც უფრო ასაკში შედის, ვთვლი, რომ უფრო მეტად მომხიბვლელი ხდება. შესაძლოა, ამან განაპირობა ჩემი გარეგნული ცვლილებები.
მყავს პროფესიონალი დერმატო-კოსმეტოლოგი ალბინა ქაჯაია. არასდროს არ ვმალავ იმას, რასაც ვიკეთებ. გეტყვით, რომ ვარ ბოტოქსის ინექციის აქტიური მომხმარებელი, ასევე ერთი წლის წინ წარბები ავიწიე აპტოსის ძაფებით, სულ რამდენიმე თვის წინ კი ფილერი დავიმატე.

სახეზე წარბი ჩემი სუსტი წერტილია. შეიძლება ითქვას, თუ რამეს ვიკეთებ, მხოლოდ წარბების გამო, რადგან მომწონს სწორი წარბები. ასევე გაკეთებული მაქვს ეგრეთ წოდებული ჰოლივუდის ღიმილი.

Rating

- რა არის თქვენი სილამაზის ფორმულა?

- ჩემი მთავარი თავის მოვლის და სილამაზის ფორმულა არის ჯანსაღი, სწორად შერჩეული საკვების მიღება, მასაჟი და ფიტნესი, ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს გენეტიკა. სხვთაშორის, ხშირად მეუბნებიან, რომ ეკრანზე ადრე უფრო სავსე ვიყავი, ვიდრე ახლა.
ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ უბრალოდ ჩემი სხეულის ფორმები შეიცვალა მას შემდეგ, რაც საქართველოში საუკეთესო მასაჟისტი ცოლ-ქმარი აღმოვაჩინე, მანუალისტი კირილ ზაიაკინი და საქართველოში ცელულიტის წინააღმდე მებრძოლი ნამდვილი პროფესიონალი ქალბატონი ნინო ფურცელაძე.

Rating

ხშირად მომდის ინსტაგრამზე შეკითხვები სწორედ ცელულიტთან დაკავშირებით. ამიტომ გეტყვით, ძვირფასო გამომწერებო, ანდეთ თქვენი სხეული მათ.

ფიტნესს რაც შეეხება, მყავს პირადი მწვრთნელი მიშა ანდღულაძე, რომელიც ნამდვილი პროფესიონალია და სასწაულებს ახდენს.

Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნანა
მერსი როგორც ვიცი აღარ მუშაობს არსად და რაც ჩამოთვალა იმის გაკეთEბას უმუშევარი ადამიანი როგორ ახერხებს ხომ ვერ გვეტყოდით?
18:43 / 06-09-2018
გამოხმაურება / 1 /
სალომე
ეგ თუ უმუშევარია ჩვენ რაღა ვთქვათ :D
23:28 / 18-12-2018
მახვილი თვალი :)
ბოლო სურათზე მერსი სულხანიშვილის უკან დგას მისი პირადი მწვრთნელი და სურათის გადაღების მომენტში სასწაულს ახდენს :)
00:46 / 04-09-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS