12 ოქტომბერი, 2018
"მერსი სულხანიშვილი მონიკა ბელუჩისთან ერთად ითამაშებს" - რისთვის ჩამოაკითხა მორესამ ჟურნალისტს საქართველოში
ბოლო დროს სოც. ქსელში გავრცელდა მერსი სულხანიშვილის ფოტოები, რომლებშიც ის ჰიტის - "მის გიტარის" შემქმნელ, ცნობილ მუსიკოსთან, მორესასთან ერთადაა. როგორც აღმოჩნდა, მორესას ქართული ფესვები  ჰქონია, მის დიდ ბაბუას ძველად საქართველოში შოკოლადის ქარხანა ჰქონია.

რუსეთის რევოლუციის შემდეგ, მორესას ქართველი წინაპარი გადასახლებულა ირანში და იქ გაუგრძელებია მოღვაწეობა. როგორც ცნობილი მუსიკოსი ამბობს, "მის გიტარის" რემიქსის ვიდეოკლიპში შესაძლოა მონიკა ბელუჩისთან ერთად მერსი სულხანიშვილიც ვიხილოთ. სწორედ ამიტომ ჩამოვიდა
ის საქართველოში.

ასევე, მან მოგვაწოდა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ლორენცო მედიჩისთან ერთად ის კოლაბორაციას აპირებს.

- სოც. ქსელში გავრცელდა შენი და მორესას ერთობლივი ფოტოები, საიდან იცნობთ ერთმანეთს და რატომ ჩამოვიდა საქართველოში?

- მერსი: მოგეხსენებათ, ჩემი ინსტაგრამის გამომწერები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან არიან, ერთ-ერთი ჩემი მეგობრის ინსტაგრამიდან აღმომაჩინა ამ მუსიკოსმა. შემდეგ დავმეგობრდით, მე მოვუყევი საქართველოზე. შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი დიდი ბებია-ბაბუა საქართველოში ცხოვრობდნენ ერთ დროს.

მის ბაბუას ძალიან დიდი ხნის წინ ჰქონია შოკოლადის ქარხანა. ამის გამო ის უფრო დაინტერესდა და გადაწყვიტა ერთი ზაფხულის გატარება საქართველოში. ძალიან მოიხიბლა ქართული კულტურით.

მაქსიმალურად ვეცადე, მისთვის მეჩვენებინა ქართული სტუმართმასპინძლობა, ჩვეულებები, ვანახე ქართული ცეკვა, წავიყვანე ქართულ რესტორანში, ვაჩვენე ხედები... ის აღფრთოვანებული დარჩა ჩვენი ქვეყნით.

Rating

- მორესა, აქამდე რატომ არ დაინტერესდი ჩვენი ქვეყნით, თუ შენი ბებია და ბაბუა საქართველოში ცხოვრობდნენ...

- მორესა: მანამდეც მინდოდა საქართველოს გაცნობა, მე არასდროს მინახავს ჩემი ბებია, იმიტომ რომ ის გარდაიცვალა, სანამ დავიბადებოდი.

მე მათ შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ჩემი მშობლების ნაამბობიდან ვიცი. ჩემი ვიზიტის მიზეზი საქართველოში, ჩემი ოჯახის წარსულის და წინაპრების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაა, რასაც მერსიმ შეუწყო ხელი. ეს რომ არ გამეცნო, ალბათ დიდხანს არ ჩამოვიდოდი.

- მერსი როგორ იპოვე ინსტაგრამზე?

- მორესა: ჩემმა მეგობარმა მითხრა მის შესახებ, შემდეგ ვნახე, რომ ის მონაწილეობდა ტელე-შოუებში, აქტუალური სახე იყო მედიაშიც... ეს შესანიშნავ შესაძლებლობად მივიჩნიე, საქართველოში კავშირების დამყარებისთვის... და ახლა ჩვენ აქ ვართ, და ვიწერთ ინტერვიუს...

- საქართველოში ახლა შეიძლება გაჩნდეს ჭორები, რომ შენ აქ მერსის გამო ჩამოხვედი. რას იტყვი ამაზე? 

- მორესა: ეს ერთ-ერთი მიზეზია. მერსი საქართველოში ძალიან ცნობილი გოგოა.

- ხალხმა შეიძლება ისიც თქვას, რომ თქვენ ერთად ხართ... მზად ხარ ამისთვის?

- მორესა: თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხისგან...

- შენი და მონიკა ბელუჩის ურთიერთობაზე რას იტყვი?

- მორესა: კონტაქტები გაცვლილი გვაქვს, ერთმანეთს ვიცნობთ და "მის გიტარის" რემიქსშიც მონიკა იქნება მთავარი სახე. მერსისთანაც მაქვს ამ საკითხზე მოლაპარაკებები, მონიკა ბელუჩის პროდუსერსაც გადავუგზავნე ფოტოები და მალე მერსის და მონიკას ერთად იხილავთ "მის გიტარის" რემიქსში. 

- თქვენს კარიერაზე მოგვიყევით...

- მორესა: რეალურად, ხალხმა მორესას შესახებ იცის მისი მუსიკის გამო, მე კი არა ერთ საქმიანობას ვეწევი ხელოვნების სფეროში. გრაფიკული დიზაინი, მოდა... მე ვაკეთებ ღვინის ბოთლების განსაკუთრებულ დიზაინს.

ჩემს მუსიკას უკრავენ მონაკოში, მონტე-კარლოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ძალიან მალე, მსმენელს შევთავაზებ "მის გიტარის" რემიქსს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ორიგინალზე არანაკლებ პოპულარული იქნება.

- რა ბიზნესგეგმები გაქვს საქართველოში და რატომ ფიქრობ, რომ წარმატებული იქნება აქ მათი განხორციელება?

- მორესა: მე არ მაქვს პირადული მიზეზები საქართველოში ყოფნის... დარწმუნებული არ ვარ, რომ წარმატებული იქნება ჩემთვის ბიზნესის დაწყება საქართველოში, მე ხომ პირველად ვარ აქ. თუმცა, ვფიქრობ, არის პოტენციალი ამ ქვეყანაში. საქართველოს ძალიან კარგი ღვინის პროდუქტი აქვს.

Rating

- თუ გადაწყვიტე საქართველოში საქმიანი კავშირების დამყარება, როგორ ფიქრობ, საზღვარგარეთიდან შემოიტან ღვინოს თუ ქართული ღვინით ცდი ბიზნესის წარმოებას.

- მორესა: ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, მე ვაკვირდები ქართულ ღვინოს და დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მსოფლიოში საუკეთესოა.

- მერსი, რა ურთიერთობა გაქვთ შენ და მორესას?

- მერსი: საქმიანი კონტაქტებით დავიწყეთ და უკვე დავმეგობრდით, დიდ დროს ვატარებთ ერთად, საქართველოს ვათვალიერებინებ. მორესა ძალიან კარგი ადამიანია. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი მსოფლიოში წარმატებული ადამიანი გაიცნობს საქართველოს და შეიყვარებს.

- პირად გრძნობებს გამორიცხავ?

- მერსი: რა თქმა უნდა, გამორიცხულია, ჩვენ მხოლოდ საქმიანი კონტაქტები და მეგობრობა გვაკავშირებს.

- შენ ხომ არ აპირებ მორესასთან წასვლას?


მერსი: არ არის გამორიცხული, როგორც თავად თქვა, მონიკა ბელუჩისთან ერთად მეც გადამიღოს ერთ-ერთ მის კომპოზიციაში...

მარიემ კაკაურიძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS