19 მაისი, 2017
"კარიბის ზღვის მეკობრეები"კინოეკრანებზე ბრუნდება
კარიბის ზღვის მეკობრეები ყველაზე ხანგრძლივი 6 წლიანი პაუზის შემდეგ კინო ეკრანებზე ბრუნდება. ჭალტ Dისნეყ -ს მძაფრსიუჟეტიანი კომედიის პროდიუსერი ჯერი ბუქჰაიმერია, სცენარი ჯეფ ნათანსონს ეკუთვნის, მუსიკალურ გაფორმებაზე კი გეოფ ზანელმა იზრუნა.

მთავარ როლებს კვლავ ჯონი დეპი, დევიდ უენემი, კაია სკოდელარიო, კევინ მაკნალი და ჯეფრი რაში გაინაწილებენ, მათთან ერთად კი ფილმში ორლანდო ბლუმი და კირა ნაითლი დაბრუნდებიან.

„მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან“ - ასე ქვია ფილმის მეხუთე ნაწილს, რომელიც მეკობრების ახალ თავგადასავალზე მოგვითხრობს.

კაპიტანი ჯეკ ბეღურა გაიგებს, რომ
რამდენიმე მეკობრე-მოჩვენებამ თავი დააღწია ეშმაკის სამკუთხედს, მათ შორის ერთ-ერთი კი მოსისხლე მტერი კაპიტანი სალაზარია, რომელსაც ოკეანეში ყველა პირატის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი. ჯეკის ერთადერთი იმედი პოსეიდონის სამკბილა არტეფაქტია, რომლის მფლობელიც ლეგედნის თანახმად მთელი მსოფლიოს ოკეანეებს გააკონტროლებს.

შეძლებს თუ არა ჯეკი პოსეიდონის სამკბილას პოვნას და სალაზარის დამარცხებას, ამას ქართველი მაყურებელი მსოფლიო პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე 23 მაისს იხილავს კინო ეკრანებზე.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS