04 ნოემბერი, 2015
კარგი სექსის ხელისშემშლელი ფაქტორები - წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ
არ არის საჭირო მეტისმეტი აქტივობა, ხმამაღალი ლაპარაკი და შეჯიბრება სირბილში თურმე არსებობს სექსის ''მკვლელები'' - ანუ ის ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებიც ნებისმიერ ვნებასა და რომანტიკას ბოლოს უღებენ და ინტიმური ურთიერთობა სიამოვნების გარდა ყველაფერს ემსგავსება. აი, შეცდომების სია, რომლებიც არ უნდა დაუშვათ, თუ გსურთ, რომანტიკული საღამო ნამდვილად კარგად დაგვირგვინდეს.

თეთრეული - ქალიც და მამაკაციც დიდ ყურადღებას აქცევენ თეთრეულს. თუ საცვლები არ არის, პირველ რიგში, სექსუალური და, მეორე რიგში
- სუფთა, ეს ინტიმურ ურთიერთობას ბევრად დააზარალებს.

ბევრი ლაპარაკი - რაოდენ დიდი ორატორიც უნდა იყოთ, ჯობს, ლოგინში ნაკლებ წარმოაჩინოთ ეს ნიჭი. შეიძლება, რაღაც ნაზი ან უხეში უჩურჩულოთ ყურში, ლექციების წაკითხვას კი ნუ დაიწყებთ.

დუმილი
- ნებისმიერ პარტნიორს დააშინებს მდუმარე და პირმოკუმული სახის დანახვა მაშინ, როცა ის სიამოვნებისგან თვალებს ხუჭავს და ოხრავს. თურმე ქალებსაც და კაცებსაც სექსის დროს გაცილებით მეტად აღაგზნებთ ვნებიანი ხმები, ვიდრე მდუმარე სექსი. რასაკვირველია, ზო-მიერების დაცვა აქაც საჭიროა - პარტნიორების ღრიალი ჯუნგლების გამოძახილს არ უნდა დაემსგავსოს.

სხვასთან შედარება - ეს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პუნქტია. არ არის საჭირო არავისთან შედარება, თუნდაც ამით პარტნიორის უპირატესობას უსვამდეთ ხაზს.

მეტისმეტი აქტიურობა სექსის შემდეგ - საუკეთესო, რაც ამ დროს შეგიძლიათ გააკეთოთ, ჩაეხუტოთ პარტნიორს და ჩურჩულით ისაუბროთ სასიამოვნო რამეებზე, ან სულაც დაიძინოთ. არ არის საჭირო მეტისმეტი აქტივობა, ხმამაღალი ლაპარაკი და შეჯიბრება სირბილში. სხვა თუ არაფერი, ძალაგამოცლილ ორგანიზმს დასვენება სჭირდება.

სიცილი - თქვენმა შესანიშნავმა იუმორის გრძნობამ, რომელიც ყოველთვის გასახელებთ, შეიძლება, დამღუპველად იმოქმედოს სქესობრივ ურთიერთობაზე. რჩეულთან ერთად საწოლში აღმოჩენილი უცებ რომ უაზროდ გაიცინებ ან, მით უმეტეს, პარტნიორს დასცინებ, იმედი არ უნდა გქონდეს, რომ კვლავ შეინარჩუნებ პირვანდელ აღტკინებას. რომ, იუმორი, ანეკდოტი თუ მსგავსი სასაცილო რამეები სექსის შემდგომი პერიოდისთვის შემოინახეთ.

წინდები - იმის შეხსენება, რომ წინდები სუფთა მთელი უნდა იყოს, მამაკაცს არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ იმის შეხსენება კი სჭირდება, რომ სექსის დროს წინდებს უნდა შეელიოს, რადგან არც ერთ ქალს არ უყვარს წინდებშემოსილ მამაკაცთან ლოგინში ნებივრობა.

სუნი - რასაკვირველია, ეს ერთ-ერთი მთავარი მკვლელია და აქაც უფრო ხშირად მამაკაცები სცოდავენ. სხეულის არომატი კარგ სურნელთან უნდა იყოს შეზავებული და ეს სასიამოვნოდ გამაღიზიანებელი ფაქტორია სექსის დროს. თუმცა, თუ სხეულის არომატი ოფლის ან სიბინძურის სუნთან არის შეზავებული, სასიამოვნო სექსი უნდა დაივიწყოთ.

''ვარცხნილობა'' - ამჯერად საუბარია არა თავზე არსებული თმის ვარცხნილობაზე, არამედ სხვა, ინტიმურ ადგილებში. ეს ეხება ქალსაც და მამაკაცსაც.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS