18 ნოემბერი, 2015
როგორ იცვლება ქალის მკერდი ასაკის მიხედვით - ეს ყველამ უნდა წაიკითხოთ
ქალის ერთ-ერთი ფიზიკური ღირსება მკერდია. ცოტამ თუ იცის წლების მატებასთან ერთად როგორ იცვლება ის.

როცა ქალი 20 წლის არის...

ახალგაზრდობაში ქალი წონაში ადვილად იკლებს და იმატებს, შესაბამისად მკერდის ზომაც ცვალებადია. გაიხსენეთ მომღერალ ღიჰანნა-ს მაგალითი.

თუ 20 წლის გოგონა დაორსულდება, მისი მკერდი დაკარგავს სიმკვრივეს, ძუძუსთავები გამუქდება, შეიძლება მასზე ლაქები წარმოიშვას.

20 წლისას ქალს ძალიან იშვიათად უჩნდება მკერდის კიბო, მაგრამ აწუხებს მუწუკები. აკნეს ჰორმონალური დისბალანსი იწვევს.

როცა ქალი 30 წლის არის...

30 წლის ქალის მკერდი დაბლა მიიწევს,
დიდდება, მძიმდება, ჩნდება სტრიები. სჭირდება ლიფი Pუსჰ უპ-ით. უფრო ლამაზად ჩანს სამოსში, ვიდრე შიშვლად. ქალი პრეტენზიული ხდება საცურაო კოსტუმის არჩევისას. ფიტნესინსტრუქტორები და მამალოგები გირჩევენ დროულად დაიწყოთ ვარჯიში.

როცა ქალი 40 წლის არის...

40 წლის ქალის მკერდი განსაკუთრებულად რბილია. ესტეროგენი (ქალური ჰორმონი) აქტიურად აღარ გამოიყოფა. ასევე მკერდში გროვდება ცხიმი, რომელიც შეიძლება არაპროპორციულად გადანაწილდეს და ძუძუს რომელიმე ნაწილი უჩვულოდ გაიზარდოს.

წინა პლანზე გადმოდის სიმსივნეს გაჩენის რისკი. ჩაიტარეთ გამოკვლევები წელიწადში მინიმუმ 2 -ჯერ. მიიღეთ საჭირო რაოდენობის (საშუალოდ 1,5ლ) წყალი.

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS