20 დეკემბერი, 2015
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პარტნიორის პენისის ზომა არ შეგეფერებათ
არ მგონია, კაცებმა იცოდეთ, რომ ქალები თქვენი პენისის ზომასა და სექსუალურ შესაძლებლობებს განიხილავენ. ხო... მოადუღებენ ყავას, ფეხს ფეხზე გადაიდებენ და სიგარეტსაც მოუკიდებენ. ქალებო, ამ სტატიაში თქვენს ორ რობლემას გადავწყვეტთ:

1. როგორ მოვიქცეთ თუ მამაკაცს პატარა პენისი აქვს?
კაცები ადრე თუ გვიან ეგუებიან პენისის მცირე ზომას, რადგან სხვა გზა არც აქვთ. ქალებმა უნდა გააცნობიეროთ, რომ მთავარია, კაცმა გენიტალიის გამოყენება იცოდეს. თუ თქვენი სექსუალური პარტნიორი გამოცდილია, მისი პენისის სიგრძე მეორეხარისხოვანი ხდება. ასევე მამაკაცს უნდა სურდეს, რომ საყვარელ ქალს
სექსისას ასიამოვნოს, ანუ მხოლოდ საკუთარ ორგაზმზე არ უნდა ფიქრობდეს.

თუ შეყვარებული/ქმარი გიყვართ, არასდროს გაუმახვილოთ ყურადღება პენისის სიმცირეზე. მაშინაც კი როცა მასზე ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ხართ. არც კომპლიმენტები გადაამლაშოთ. პარტნიორი თავს უხერხულად იგრძნობს და ჩათვლის, რომ გეცოდებათ. თუ კაცთან რომანს გააბამთ, ან მასზე გათხოვდებით, მისი ყველა ნაწილი უნდა გიყვარდეთ. გახსოვდეთ, რომ პენისი პატარად ითვლება თუ 8-10 სმ-ია. ძველ საბერძნეთში კი ყველა კაცი მცირე გენიტალიაზე ოცნებობდა. თქვენდა სასიხარულოდ, პატარა სასქესო ორგანო ძალიან კომფორტულია ორალური სექსის დროს.

2. როგორ მოვიქცეთ თუ მამაკაცს ძალიან დიდი პენისი აქვს?
თუ კაცის პენისის სიგრძემ 20 სმ-ს გადააჭარბა, ის დიდად ითვლება. აღსანიშნავია, რომ სწორედ დიდი პენისების მქონე მამაკაცებს იღებენ ეროტიკული ჟანრის ფილმებში. თუ თქვენს პარტნიორს გრძელი გენიტალია აქვს, მოიმარაგეთ ლუბრიკანტები. ამ დროს ბუნებრივ სისველესაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სექსამდე პრელუდიასაც დაუთმეთ დრო და ერთმანეთს მოესიყვარულეთ. სქესობრივი კავშირისას ისეთი პოზიციები უნდა შეარჩიოთ, რომელიც ორივე თქვენგანისთვის კომფორტული იქნება. აუცილებელია, წყვილის ვერბალური კავშირიც. ისაუბრეთ ინტიმურ თემებზე. თქვენმა მეორე ნახევარმა უნდა იცოდეს, რომ ხანდახან გტკენთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS