13 თებერვალი, 2016
რაში დაგვეხმარება გლიცერინი - ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს
ეს ყველასთვის მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება ძალიან დაგვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ძნელად ამოსაყვანი ლაქები
ქსოვილიდან ხილის ლაქას ადვილად ამოიყვანთ, თუ დალაქავებულ ადგილს ერთი საათით გლიცერინში გააჩერებთ, შემდეგ კი ოდნავ მარილიან წყალში გაავლებთ.

ახალდაწვეთებულ ყავის ან ჩაის ლაქას ადვილად ამოიყვანს გლიცერინისა და სუფრის მარილი.
როცა ლაქა ფერს დაკარგავს, ქსოვილი გარეცხეთ ჩვეულებრივად, მისი ტიპის შესაბამისად.

მტვერი
თუ თიხისა და შუშის ზედაპირს გლიცერინში დასველებული ჩვრით გაწმენდთ, მათში მტვერი ღრმად ვერ ჩაჯდება.

ტყავი
ტაყვის ნაწარმს მეორე სიცოცხლეს შესძენს. წაუსვით გლიცერინი
ტყავის გაცრეცილ ნაწილებს, განსაკუთრებით ნაკერებს, და ისინი უწიდელივით თვალში საცემი აღარ იქნება.

იატაკი

ბზინვარებას შემატებს ლამინატის, პარკეტისა და ლინოლეუმის იატაკს. ამისათვის საჭიროა იატაკი გლიცერინში გაზავებული წყლით მოწმინდოთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS