08 დეკემბერი, 2016
როგორ მოვიშოროთ სტრიები - გემრიელი ნიღაბი ლამაზი კანისთვის
სტრიები ერთ-ერთი რთული პრობლემაა, რომელიც ქალებს განსაკუთრებით აწუხებთ. მათი მოშორება არც ისე მარტივი და რაც მთავარია, არც ისე იაფია.

შემოთავაზებული რეცეპტი დიდ დახმარებას გაგიწევთ სტრიებთან ბრძოლაში და ძვირიც არ დაგიჯდებათ.

ინგრედიენტები:
1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი.
1 ჩაის კოვზი დაფქული ყავა.
1 ჩაის კოვზი თაფლი ან ყავისფერი შაქარი.

მომზადების წესი:
აურიეთ ერთმანეთში ზეითუნის ზეთი და ყავა - ეს ორი ინგრედიენტი მთავარია. თაფლი და ყავისფერი შაქარი აძლიერებს ნიღბის მოქმედებას, თუმცა თუ ეს ინგრედიენტები არ აღმოგაჩნდათ, ნიღბის
გაკეთება მათ გარეშეც შეიძლება.

გამოყენების წესი:
მიღებული მასა წაისვით პრობლემურ მონაკვეთზე და შეიზილეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგბ გაიჩერეთ 20 წუთით, შეგიძლიათ საკვების შესაფუთი ცელოფანი და ფირსახოციც შემოიხვიოთ. სითბო ხელს შეუწყობს კანს სასარგებლო ნივთიერებების შეთვისებაში.

ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.

სასურველი შედეგის მისაღწევად პროცედურა კვირაში 3-4-ჯერ ჩაიტარეთ.

სოფიო ბულაური

წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS