16 თებერვალი, 2014
სექსი კლავს? - სექსის დროს გარდაცვლილთა „რეიტინგი“
სადომაზოხისტური სექსი რომ უსაფრთხო არ არის, ეს ცნობილი ამბავია. თუმცა ბევრისთვის ეს ისეთი საცდურია, მასზე უარს ვერ ამბობენ. 38 წლის საიმონ ბერლიმ გადაწყვიტა, ჩამოხრჩობის ინსცენირება გაეკეთებინა არც ისე დიდი ხანი გავიდა მას მერე, რაც ცნობილი ნაწარმოების „რუხის 50 შუქჩრდილის“ გავლენით წყვილი ისე გაერთო სადომაზოხისტურ სექსში, ბიჭს პარტნიორი გოგონა შემოაკვდა. ამგვარი შემთხვევა არც მანამდე ყოფილა იშვიათი. თქვენ წინაშე არიან ადამიანები, რომელთა სიკვდილი პირდაპირ კავშირშია სექსთან.

• 2001 წელს ამერიკელი ტურისტი რობერტ ჟილი ფილიპინების ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა 21
წლის გოგონას პორნოგრაფიული ფოტოების თვალიერებისას. 53 წლის კაცი თურმე ისე აღეგზნო, მისმა გულმა ვეღარ გაუძლო ამ გამოცდას.

• სანდრა ორელანა სასტუმროს მერვე სართულზე მდებარე აივნიდან გადმოვარდა. მიზეზი - სანდრა თავის ბოსთან სექსით იყო დაკავებული და მორიგი პოზის შეცვლის დროს რაღაც სწორად ვერ გათვალა, წონასწორობა დაკარგა და მოაჯირიდან გადაეშვა.

• 1999 წელს რუმინული ფეხბურთის ვარსკვლავი მარიო ბუჟენაუ და მისი მეგობარი გოგონა მოუთმენლობას ემსხვერპლნენ - ფეხბურთელის „მერსედესში“ დაკავდნენ სექსით, მისივე ავტოფარეხში. ვნებამორეულ მარიოს ავტომანქანის ძრავის გამორთვა დავიწყებია და ერთმანეთს გადახვეულები გარდაიცვალნენ, გამონაბოლქვი აირისგან მოწამლულნი.

• პენსილვანიელი ცოლ-ქმარი ტობი და კრისტენ ტეილორები რეგულარულად ატარებდნენ ექსპერიმენტებს სექსის დროს. ინტიმის დროს ელექტროშოკერებსა და სხვა ელექტრომოწყობილობებსაც იყენებდნენ. თუმცა 2008 წლის იანვარში გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს - ქმარს ცოლი შემოაკვდა, ჩვეულებრივი ფენის მოშიშვლებული ელექტროსადენით ექსპერიმენტირებისას.

• 34 წლის იაპონელები სასი და ტომიო ხიკადები ათი წელი ელოდნენ ქორწინებას. მთელი ამ ჯნის განმავლობაში უბიწობას იცავდნენ. როცა პირველი საქორწინო ღამის დრო დადგა, ვერც ერთი ახალშეუღლებულის გულმა ვერ გაუძლო ამხელა ვნებას... მართლაც შექსპირისეული დასასრულია.

• 22 წლის როზა ველასთვის მისი ქმრის შუასაუკუნეობრივი ჩანაფიქრი საბედისწერო აღმოჩნდა. ქმარი მივლინებით გაუშვეს და სანამ გაემგზავრებოდა, თავის საყვარელ ცოლს „უმანკოების ქამარი“ გაუკეთა. თუმცა საკეტი, რომლითაც ცოლის ერთგულება ჩარაზა, ჟანგიანი აღმოჩნდა. ერთ დღესაც როზას კანი გაუჩხაპნა ჟანგიანმა რკინამ, ინფექცია შეეჭრა და გარდაიცვალა.

• 2002 წელს ვინმე აგიბის ხუნგაომ ფილიპინებში, მანილას ერთ-ერთ სასტუმროში ოდნავ უჩვეულო ორგია მოაწყო. მასში მისი ცოლი და საყვარელი მონაწილეობდნენ. მაგრამ როცა ქალები აყვირებულები გამოცვივდნენ სასტუმროს ფოიეში, უკვე გვიანი იყო - მგზნებარე აგიბისს გულის შეტევა დამართნოდა. როგორც ექიმებმა დაადგინეს, გულის შეტევის მიზეზი იყო „ვიაგრის გადაჭარბებული დოზა და უზომო სექსუალური გარყვნილება“.

• ცირკში ცხოველების მომთვინიერებელმა ჰანიბალ კანტორიმ 1993 წელს თავისი ცოლი დაახრჩო, მერე კი თავიც მოიკლა. ბუქარესტის პოლიციის მონაცემებით, სადაც მოხდა ეს ტრაგედია, სიკვდილის წინ არტისტს წერილი დაუწერია. თურმე, მან ვერ გადაიტანა ის საზარელი სანახაობა, რომელსაც ერთხელ შეესწრო - ცოლს თავის ცხენთან შეუსწრო...

• სადომაზოხისტური სექსი რომ უსაფრთხო არ არის, ეს ცნობილი ამბავია. თუმცა ბევრისთვის ეს ისეთი საცდურია, მასზე უარს ვერ ამბობენ. 38 წლის საიმონ ბერლიმ გადაწყვიტა, ჩამოხრჩობის ინსცენირება გაეკეთებინა: თვითონ სკამზე დადგა, როგორც „სიკვდილმისჯილი“, მისი მეგობარი გოგონა ელიზაბეტ ჰელამი კი ნაცისტი ჯალათის როლს ასრულებდა. საწყალ საიმონს რომ სცოდნოდა, რით დასრულდებოდა ეს ამბავი, გოგონას ნამდვილ, ბასრ დანას დააჭერინებდა ხელში და არა ძველსა და ბლაგვს, რომლითაც ვერ მოახერხა დროულად თოკის გადაჭრა და საიმონი დაიხრჩო.

• არის თუ არა ასაკობრივი ზღვარი სექსუალური გარყვნილებისთვის? 85 წლის ფრენკ ბარტონი 2004 წელს იპოვეს მკვდარი. მოხუცებული კაცი სექსუალური სადომაზოხისტური თამაშის დროს გარდაიცვალა. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, მას მერე, რაც მისტერ ბარტონი ორი თვე არ გამოჩნდა. სამართალდამცველები მოხუცებულის გვამი უცნაურ მდგომარეობაში აღმოაჩინეს - პირზე რეზინის საცურაო ქუდი ჰქონდა გადაჭერილი (სწორედ მოგუდვით გარდაიცვალა), პენისზე კი თოკი ჰქონდა მოჭერილი.

• 2002 წლის ნოემბერში შეყვარებული წყვილი - ანიტა ჰაროლდი და რიჩარდ ლანგი აღმოსავლეთ იორკშირში, ქალაქგარეთ გავიდა სასეირნოდ. მანქანის უკანა სავარძელზე ჰყვარებიათ სექსი და კვლავ მიმართეს ჩვეულ მეთოდს. მათდა საუბედუროდ, მდინარის ნაპირას დააყენეს მანქანა და მიეცნენ ვნებებს. მათმა ვნებიანმა მოძრაობებმა მანქანაც შეარყია და გორიდან პირდაპირ მდინარეში დაეშვა. დღემდე არავინ იცის, რა იყო მათი გარდაცვალების მიზეზი - მგზნებარე სექსი, რომელმაც ორივეს დაავიწყა ელემენტარული უსაფრთხოების ზომები, თუ მანქანის საკეტები, რომლებიც მაინცდამაინც მაშინ გაიჭედა.

• სან-ფრანცისკოში მდებარე ბარი „კონდორი“ არა მხოლოდ პირველი ბარია აშშ-ში, რომელშიც ოფიციალურად ნებადართული გახდა სტრიპტიზი, არამედ სახელი გაითქვა ერთ-ერთი ყველაზე უაზრო, სექსუალურ ნიადაგზე მომხდარი ტრაგედიითაც. ინციდენტი 1983 წლის ნოემბერში მოხდა. ბარის ერთ-ერთი მთავარი ნომერი იყო ჭერიდან დიდი საცეკვაო დარბაზის ცენტრში ჩამოშვებული თეთრი როიალი, რომელზეც ნახევრად შიშველი გოგონები ცეკვავდნენ. იმ საბედისწერო ღამეს, როგორც კი დაწესებულება დაიკეტა, მცველმა ჯიმი და სტრიპტიზის მოცეკვავე ტერეზამ გადაწყვიტეს, სასწრაფოდ მისცემოდნენ სექსს და თანაც, აუცილებლად როიალის თავსახურზე. პროცესში პარტნიორებმა ვერ შენიშნეს, შემთხვევით როგორ აამოქმედეს ჰიდრავლიკური მექანიზმი, რომელმაც სწრაფად დაიწყო სექსისთვის მოსახერხებელი მუსიკალური ინსტრუმენტის ჭერისკენ აწევა. შედეგად, ფეროცო ჭერზე მიეჭყლიტა და ადგილზე გარდაიცვალა, მისმა პარტნიორმა კი, რომელიც მამაკაცის სხეულის ქვეშ აღმოჩნდა, დამტვრეული შიგნეულობებით სულ რამდენიმე საათს იცოცხლა.


სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
კაცებმა კითხოოოონ
თრეომა ქალებს გული ამმხრივ არასდროს ღალატობთ
12:20 / 17-02-2014
გამოხმაურება / 0 /
...
ცხენთან შეუსწრო:D:D:D
19:04 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
,,სექსი'' ელექსირია სიცოცხლის !
მიშას სააკაშვილს მოაყოლეთ, იმდენი რამ აქვს გადახდილი თავს სექსაობაში, რომ ზემოთ მოყოლილი ახლოსაც არ მივა ))))
17:33 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
gocha
არ დაიჯეროოოოოოოოოოოოოთთთ
16:58 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
....
ამას ჰქვია, რაც არ გერგება, არ შეგერგებაო:)
15:44 / 16-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS