09 ივლისი, 2015
თმის ლამინირება სახლის პირობებში იაფად და ეფექტურად - ჟელატინის სასწაულმოქმედი ნიღაბი
ყველა გოგო ოცნებობს ჯანსაღ და ლამაზ თმაზე, მაგრამ ყოველთვის არ გაქვთ სალონში წასვლის ფუფუნება, ამიტომ გაიკეთეთ თმის ლამინირება სახლის პირობებში იაფად და ეფექტურად.

სახლის პირობებში ლამინირებისთვის ძირითადად გამოიყენებენ ჟელატინს.

ლამინირება იცავს თმას ქიმიური ზემოქმედებისა და ცუდი გარემო ფაქტორებისგან. ის თმას სუნთქვის საშუალებას აძლევს. უვლის და აძლიერებს თმის ღერს.

ლამინირების შემდეგ თმა ელასტიური, მოვლილი, ჯანსაღი და გლუვი ხდება. უბრუნებს მას დაკარგულ ბზინვარებას.

უხდება ყველა ტიპის თმას. განსაკუთრებით კი მშრალ, თხელსა და დაუძლურებულს.

ეფექტურია პირველივე ცდაზე, ხოლო
მაქსიმალური ეფექტისთვის რეკომენდებულია ლამინირება კვირაში ერთხელ ჩაიტაროთ.

ნიღაბის მომზადება მარტივია, ამისთვის დაგჭირდებათ:

1 სუფრის კოვზი ჟელატინი;
3-4 კოვზი ცხელი წყალი;
1-2 სუფრის კოვზი ბალზამი.

სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი ზეთი - აბუსალათინის ან ოროვანდის, შეგიძლიათ ეთერზეთებიც.

ასევე უმატებენ თაფლს, ლიმონის წვენს, კვერცხს ან რძეს. მთავარია თქვენი თმის შესაბამისი კომპონენტი შეარჩიოთ.Rating
Rating
Rating








































თუ გრძელი თმა გაქვთ დოზა გააორმაგეთ.

აიღეთ თასი, მაგრამ არა მეტალის. ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი ჟელატინი და დაასხით 3-4 სუფრის კოვზი ცხელი წყალი. რომ არ გაგრილდეს, დაახურეთ სახურავი.

პერიოდულად აურიეთ, ვიდრე ჟელატინი წყალში კარგად არ გაიხსნება. დასჭირდება დაახლოებით 15-20 წუთი.
შემდეგ დაუმატეთ 1-2 სუფრის კოვზი ნიღაბი ან ბალზამი, აურიეთ და ერთ მასად აქციეთ.
ვიდრე ჟელატინი წყალს შეერევა, შეგიძლიათ პირველი ეტაპი დაიწყოთ.

მიჰყევით თანმიმდევრულად:

1. თავის დაბანა. პირველ რიგში თმა შამპუნით დაიბანეთ. ბალზამისა და სხვა ნიღბების გარეშე, დაბანის შემდეგ კი დაივარცხნეთ.

2. თმის გაშრობა.
თმა პირსახოცით შეიშრეთ და ნიღაბი ისე გადაინაწილეთ.

3. წაისვით ჟელატინის ნიღაბი თმის მთელს სიგძეზე და ფრთხილად შეიზილეთ.

4. დაიხურეთ პოლიეთილენის პარკი. ზემოდან კი შეგიძლიათ პირსახოცი დაიმატოთ.

5. 30 წუთის შემდეგ, თმა 5 წუთის განმავლობაში ფენით გაახურეთ, შემდეგ 5 წუთი კი გრილი ჰაერით გააგრილეთ. შეგიძლიათ ასე გააგრძელოთ 40 წუთს.

6. და ბოლოს - ჩამოიბანეთ თმა გრილი წყლით.

RatingRating

ჟელატინის ნიღაბი თმიდან ძალიან სწრაფად ირეცხება. ჩამობანისთანავე იგრძნობთ, რომ თმა გასაოცრად რბილი და ელასტიურია. გაგიადვილდებათ თმის განაწილებაც.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
სალომე
მე ვაკეთებ ხშირად და ძალიან კარგია. გირჩევთ თქვენც გაიკეთოთ
14:45 / 06-06-2019
გამოხმაურება / 1 /
Ნუცა
Ჟელატინი იქნებ ამიხსნათ რა არი. Მადლობა
00:02 / 21-08-2021
daro
Vinmem gaaketa???shedegi aqvs?
15:42 / 11-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ჟელატინი რისიი? ვერ მივხდი ჟელატინი რა არის?
19:50 / 11-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS