30 ოქტომბერი, 2015
რა სასწაულის მოხდენა შეუძლია გლიცერინს - იაფი და ფართოდ გამოყენებადი საშუალება
თუ საოჯახო აფთიაქში მოულოდნელად გლიცერინს აღმოაჩენთ, ნუ გადააგდებთ! გახსოვდეთ, რომ ეს ძალიან იაფი და ფართოდ გამოყენებადი საშუალებაა.

1. თუ ტანსაცმელი დაგილაქავდათ, გლიცერინი დაგეხმარებათ. გლიცერინს დაუმატეთ ცოდაოდენი მარილი და წაუსვით ლაქას. როგორც კი ლაქა გაუფერულდება, შეგიძლიათ ტანსაცმელი გარეცხოთ.

2. თუ ავეჯსა და სარკეს გლიცერინით გაწმენდთ, მტვერი აღარ გაეკარება.

3. თუ ტყავის ქურთუკი ან ჩანთა გაიცრიცება, გარეცხეთ გლიცერინით. ნაკლი შესამჩნევად დაიფარება.

4. გაასუფთავეთ იატაკი გლიცერინით და ის ბზინვარებას დაიწყებს.

5. თმის ყოველ დაბანაზე, შამპუნს გლიცერინი დაუმატეთ. ასე დაემშვიდობებით მშრალ თმას და უფრო
დამყოლიც გახდება.

6. კოსმეტიკურ მაღაზიაში შეგიძლიათ სპეციალურად დამზადებული გლიცერინის კრემი შეიძინოთ, რომელიც იდეალურია ხელებისთვის ზამთარში. ეფექტურად გამოიყენება ზაფხულში, კანის ნებისმიერი გაღიზიანების დროს.

7. უკვე დიდი ხანია რაც გლიცერინი აქტიურად გამოიყენება, როგორც კოსმეტიკური საშუალება და დღემდე ძალიან პოპულარულია. საქმე იმაშა, რომ გლიცერინს აქვს უნიკალური უნარი - სწრაფად ატენიანებს კანს და დიდხანს ინარჩუნებს მას.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS