22 მარტი, 2016
ისპანახის წვენი - ეს დიეტის მოყვარულებს დააინტერესებს
გაზაფხულზე, როცა შილიფად ჩაცმის დრო ახლოვდება, ქალები განსაკუთრებულად იწყებენ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას. არჩევენ სხვადასხვა დიეტას, გულმოდგინედ ებრძვიან ზედმეტ კილოგრამებს.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ზედმეტ კილოგრამებს კარგად უმკლავდება ისპანახი. ყოველ დილით დალიეთ ნახევარი ჭიქა ისპანახის წვენი, ამასთან, დაიცავით ბალანსირებული კვების პრინციპები, საკვები მიიღეთ დღეში სამჯერ და რეგულარულად ივარჯიშეთ ცოტა ხნით მაინც.

შიმშილისა და ზეტმეტი დატვირთვის გარეშე სამ თვეში აშკარად შესამჩნევ შედეგს მიიღებთ.
ფრანგები ისპანახს "კუჭის ცოცხს" უწოდებენ.

ისპანახისგან მომზადებული კერძები დიეტურ საკვებად მიიჩნევა. ისპანახი მდიდარია ცილებით, რომლებიც
აუცილებელ ამინმჟავებს შეიცავს. ასევე აქტიურად ებრძვის ავიტამინოზს. მასში გაცილებით მეტი ცილაა, ვიდრე რძეში.

ვიტამინები და მიკროელემენტები კი თერმული დამუშავების შემდეგაც ინარჩუნებენ თავიანთ თვისებებს. მდიდარია რკინითა და სხვა ნივთიერებებით, რომლებიც იცავენ ნერვულ სისტემასა და გულ-სისხლძარღვებს.

ისპანახში შემავალ ნივთიერებებს ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები, მძიმე მეტალების მარილები.

ისპანახი ამცირებს სწორნაწლავის კიბოს, ოსტეოპოროზისა და ართრიტების განვითარების რისკს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS