19 აპრილი, 2016
ამ 6 ფაქტმა შესაძლოა, გლიცერინის მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეცვალოს
გლიცერინი, პოპულარული დამატენიანებელი ინგრედიენტია, თუმცა ბოლო დროს ნდობა დაკარგა. ამბობენ იაფფასიანი, სინთეზური წარმოშობისაა და კანს აშრობსო, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, აქტუალობას მაინც ინარჩუნებს და არამარტო ჩვეულებრივ, არამედ ნატურალური კოსმეტიკის მომზადებაშიც გამოიყენებენ.

გთავაზობთ 6 ფაქტს, რომლებმაც შესაძლოა, გლიცერინის მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეცვალოს:

1. გლიცერინი სხვადასხვაგვარია

გლიცერინი სხვადასხვა გზით მიიღება: სინთეთიკური გზით, შაქრის გადადუღების ან ცხიმების ჰიდროლიზის მეშვეობით.
ცხიმი შეიძლება იყოს, მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის. ნატურალურ კოსმეტიკაში გამოსაყენებელი გლიცერინის დასამზადებლად კი, ძირითადად მცენარეულ ზეთს იყენებენ.

2. ბუნებრივი გლიცერინი

გლიცერინი ყველა
ცხოველურ და მცენარეულ ლიპიდოში არსებობს და ხშირად ქიმიური პროცესის საშუალებით მიიღებენ. ამიტომ "ბუნებრივი" გლიცერინი, "ხელოვნურს" ეწინააღმდეგება.

3. ნატურალური გლიცერინი სინთეთიკურს სჯობს?

ექიმი იოჰან ვიკერსი გვიამბობს, რომ ადამიანის სხეული ნატურალურ და ხელოვნურ გლიცერინს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს. მოწინააღმდეგე აზროვნების ადამიანები ყოველთვის გამოჩნდებიან, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფაქტია, რომ გლიცერინი მაღალი ხარისხის გამწმენდია.

4. გლიცერინი - იაფფასიანი დამატენიანებელი

ვინც გლიცერინის "იაფფასიანობაზე" საუბრობს, ალბათ არ ესმის, რომ შესაძლებელია ნებისმიერი კომპონენტი, სხვადასხვა მიზნისთვის მზადდებოდეს, წმენდის განსხვავებული ხარისხი და განსხვავებული ფასი ჰქონდეს. რა თქმა უნდა, იშვიათი წყალმცენარეების ექსტრაქტი, უფრო ძვირი ეღირება, ვიდრე გლიცერინი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ გლიცერინი შედარებით იაფი ღირს, მის დამატენიანებელ თვისებებს არ ეწინააღმდეგება.

5. გლიცერინი კანს აშრობს?

დიახ, თუ ამისთვის გარკვეული პირობები არსებობს.

პირველი პირობა
- ჰაერის სიმშრალე. გლიცერინი - დამატენიანებელი საშუალებაა, ამიტომ, მშრალ ჰაერზე, როცა ჰაერის ტენიანობა 65%-ზე ნაკლებია, შესაძლოა კანი მართლაც გამოაშროს. ამიტომ , ზამთარში, როცა სახლში ჰაერი გამოშრება, გლიცერინის ბოროტად გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მეორე პირობა - პროდუქტში გლიცერინის რაოდენობა. თუ ნაკლები გლიცერინის შემცველ საშუალებებს, ზამთარშიც გამოიყენებთ, მაშინ საგანგაშო არაფერია. მაგრამ რთულია დაადგინოთ ესა თუ ის საშუალება, რა რაოდენობით გლიცერინს შეიცავს, რადგან შეფუთვაზე მითითებული არ რის.

ამ შემთხვევაში გამოსავალი შემდგეშია - შეარჩიეთ კრემი, რომლის შემადგენლობაში გლიცერინი პირველ ადგილს არ იკავებს. წაისვით კრემი ოდნავ დატენიანებულ კანზე. ზამთარში გლიცერინიანი კრემის გამოყენების შემთხვევაში, ქუჩაში გასვლამდე, 2 საათით ადრე წაისვით.

6. გლიცერინს ყველაფერი შეიცავს?

გლიცერინი მხოლოდ კოსმეტიკურ საშუალებებში არ გამოიყენება. საკვებ გლიცერინს, მცენარეული ექსტრაქტების, მაკარონის, პურის, კანფეტების, უალკოჰოლო სასმელების და მშრალი პროდუქტების დასამუშავებლად იყენებენ.

გლიცერინს არამარტო დამატენიანებელი, ანტისეპტიკური დანიშნულებაც აქვს და მედიცინის სფეროშიც აქტუალურია.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS