21 აპრილი, 2016
რატომ არ უნდა შეათბოთ ისპანახი არასოდეს!
გიყვართ ისპანახი და ფიქრობთ, რომ ის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა? დიახ, ასეც არის და რაც შეიძლება ხშირადაც უნდა მიირთვათ. სპეციალისტები გვირჩევენ, როგორ მივიღოთ ისპანახისგან მაქსიმალური ეფექტი.

ისპანახი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. მასში უხვადაა ფოლიუმის მჟავა, А, В, С, Е ვიტამინები, რკინა, მანგანუმი და კალიუმი.

ისპანახი, მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით, ბევრი დაავადების განვითარებას აფერხებს, შესაბმისად, რაც უფრო მეტს მიირთმევთ, მით უკეთესია.

თუმცა, არის რაღაც, რაც მუდამ უნდა გახსოვდეთ - ისპანახი ხელმეორედ არასოდეს
გააცხელოთ!


სითბო მას ჯანმრთელობისთვის მავნე,
მომწამვლელ ნივთიერებად გარდაქმნის.

ნიტროზამინი, რომელიც ისპანახის შეთბობისას წარმოიქმნება, კიბოს დაავადების განვითარებას უწყობს ხელს, ამიტომ ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის!

ისპანახის მომზადებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მეორე დღისთვის ვერ შეათბობთ. თუმცა, თავისთავად ცივ ისპანახში ცუდი არაფერია.

ისე კი ისპანახი ძალიან სასარგებლოა და კარგი იქნება, თუ საერთოდ უმად მიირთმევთ!

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS