11 მაისი, 2016
ბაზილიკი (შაშკვლამი) საუკეთესო საშუალებაა გულისა და სისხლძარღვების გასამაგრებლად
ბაზილიკი მწვანე ოვალურფოთლებიანი, სპეციფიკური არომატის მქონე მცენარეა, მისი 6 სახეობა არსებობს. ამ სახეობის ბაზილიკს ჩვენში შაშკვლამად უფრო იცნობენ.

შაშკვლავს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით შაშკვლავს ხალხურ მედიცინაში იყენებენ გულისა და სისხლძარღვების, რევმატოიდული ართრიტის, ასთმის, ოსტეოართრიტის სამკურნალოდ.

ბუნებრივი ანტიბიოტიკი

მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ბაზილიკი აძლიერებს იმუნურ სისტემას. აქვს ძლიერი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები, ამდენად, ძალიან ეფექტურია სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის მკურნალობისას.

გული და სისხლძარღვები

ბაზილიკი დიდი რაოდენობით შეიცავს B6 ვიტამინსა და მაგნიუმს. მაგნიუმი
აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და მნიშვნელოვნად აქვეითებს გულის შეტევათა განვითარების რისკს.

B6 ვიტამინი ხელს უშლის მავნე ელემენტების დაგროვებას. გარდა ამისა, თუ რაციონში ხშირად ჩართავთ მას, ამით შეამცირებთ არითმიის განვითარების რისკს და დაეხმარებით ორგანიზმს კუნთების მოდუნებაში.

შეგიძლიათ მიირთვათ ბაზილიკის ჩაი, რომელიც ძალიან არიმატული და ჯანმრთელი სასმელია.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS