16 მაისი, 2014
როსტო მერსი სულხანიშვილს მკერდის მოშიშვლებაში დაეხმარა
არაფერს არ ვერჩი, პირიქით, ზედმეტადაც კი ვუვლი გუშინ ერთ-ერთ ბარში სამოდელო სააგენტო ''კატრინის'' დაბადების დღეზე მერსი სულხანიშვილი ჩაცმული მოვიდა. მუდამ ექსტრავაგანტულად, უცნაურად, უფრო სწორად, გულახდილად ჩაცმული მერსის ტანისამოსმა, რბილად რომ ვთქვა, გამაოცა და მასთან საუბარი სწორედ აქედან დავიწყე. თუმცა აქვე გეტყვით, რომ, ჩვენი ინფორმაციით ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში'' როსტოს დახმარებით მთელი საქართველო ნახავს მერსის მოშიშვლებულ მკერდს.

- მერსი, ჩაცმული რატომ ხარ, ხომ მშვიდობა გაქვს?
- კი, კი, იმიჯი კიდევ ერთხელ შევიცვალე
და მთელი დღე ჩემს მეგობარსა და სტილისტ გოგასუსთან ვიყავი. სახლში შერბენა ვეღარ მოვასწარი, შესაბამისად ასე მომიწია მოსვლამ.
- თმა შეგიღებავს, 6 ფერი გაქვს თავზე. რას ერჩი თმას?
- მეშვიდეც მინდოდა, ცისარტყელა ვიქნებოდი (იცინის). ჩემი სტილისტის ინიციალები მაწერია ''გ.ს.''. არაფერს არ ვერჩი, პირიქით, ზედმეტადაც კი ვუვლი. ისეთი მაგარი სტილისტი მყავს, ბოლომდე ვენდობი. ისეთს არაფერს ჩაიდენს, თმა რომ დამიზიანდეს.
- გავიგე, მატლებიანი ხინკლის ჭამა მოგიხდა…
- ჰო, გადაცემა ''ადრენალინში'' მიმიწვიეს, იქ ბევრი სხვა რამის გაკეთებაც მომიწია. მოკლედ არ გამოტოვოთ, ნახეთ.
- ძალიან აქტუალური ხარ ბოლო დროს, შენი ფოტო ვნახე ნანუკა ჯორჟოლიანის ''ფეისბუქის'' გვერდზე, უცნაურ მდგომარეობაში ხართ შენ და როსტო. არ გვეტყვი, რას გიპირებს?
- ეს ფოტოინტრიგაა, ძალიან მაგარი გადაცემა გამოვიდა, საინტერესო სტუმრებით. რომ გავამხილო ინტრიგა აღარ იქნება, ჯობს დაველოდოთ ოთხშაბათს.
- და მაინც, არ გვეტყვი, რას გიპირებს როსტო?
- მხარს მიჭერს, მაგრამ რაში ამას გადაცემიდან შეიტყობთ.
- მე მითხრეს, რომ პერანგს გიწევს და შენს მკერდს აჩვენებს მაყურებელს. ასეა?
- გადაცემის ეთერში გასვლამადე ვერაფერს გეტყვით.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
აუ დეგენერატი
არადა როგორ მიყვარდა როსტო -_-
21:53 / 17-05-2014
გამოხმაურება / 0 /
გემოვნებიანი
ამის ატანა არ გინდა სახლში?
12:52 / 17-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ჰმჰმჰმჰმ
ჰაბიტუსი ამას არ უვარგა და გემოვნებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, საერთოდ რა უნდა ამ არსებას იცის? მკერდის და სხეულის სხვა ნაწილების აფიშირებას ჯობია სარკის წინ დადგეს და მეტყველებაში იმეცადინოს.გზააბნეული იხვის ჭუჭულია
16:37 / 16-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS