03 ივნისი, 2014
მე-12 კლასელებმა ბანკეტის ფული ავადმყოფ ბავშვებს გადაურიცხეს - რა ჯდება ბანკეტი საქართველოში

ფოტო უამრავმა ადამიანმა მოიწონა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ბავშვები ქართველები არიან

ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფოტოს, რომელზედაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან აღბეჭდილი. ფოტოს "ფეისბუკში" შექმნილი გვერდი "მე ვარ აბიტურიენტი" ავრცელებს და შემდეგი შინაარსის მინაწერს ურთავს:

"ესენი არიან მე-12 კლასელები, რომლებმაც გადაწყვიტეს, ბანკეტის ტანსაცმელზე ფული არ დაეხარჯათ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში გადარიცხეს თანხა". რომელი სკოლის მოსწავლეებმა ჩაიდინეს ეს დიდსულოვანი საქციელი, პოსტსა და კომენტარებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.

ფოტო უამრავმა ადამიანმა მოიწონა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ბავშვები ქართველები
არიან.

"შეგიწიროთ უფალი... ასეთი რამე რომ მესმის, მიხარია, იმედის ნაპერწკალი მესახება, რომ არ გადავშენდებით", "სწორი პოზიციაა, ყოჩაღ, ბავშვებო", "ყოჩაღ, იქნებ სხვებმაც მიბაძონ"

– ასეთი შინარსის კომენტარები ფოტოს მრავლად აქვს. გამოთქმულია საწინააღმდეგო მოსაზრებებიც - "ბანკეტი ცხოვრებაში ერთხელაა", "ამისდ გაკეთება არასაბანკეტო დღესაც შეიძლებოდა" და მსგავსი.

სინამდვილეში ფოტოზე სერბი აბიტურიენტები არიან აღბეჭდილნი, რომლებმაც დევიზით - "შენი წუთიერი ბრწყინვალება ვიღაცისთვის მთელ ცხოვრებად ღირს" - ბანკეტზე დაზოგილი ხარჯები ავადმყოფ ბავშვებს მოახმარეს.

სავარაუდოდ, ზემოხსენებულ პოსტის ასეთი რეზონანსულობა ზოგადად, საბანკეტო ხარჯების აქტუალურობამ, უფრო სწორად, არაადეკვატურობამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლების უმრავლესობა უმუშევრობასა და დაბალ ხელფასებზე წუხს, საბანკეტო ხარჯებს მაინც ხელგაშლილად ისტუმრებენ.

დაახლოებით, რა თანხის დახარჯვა უწევთ მშობლებს შვილების ბანკეტისათვის, როგორია სამზადისი და გაიმეორებდნენ თუ არა სერბი აბიტურიენტების საქციელს ქართველი მოსწავლეებიც. 

იხილეთ სრულად

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მე
კი გასაგებია და მივესალმები ასეთ საქციელს.და ესეც დაამახსოვრდებათ მთელი ცხოვრება რომ ესეთი კარგი ნაბიჯი გადადგეს. და რატომ არ მოუწოდებთ იმათ ვინც ყოველდღე რესტორნებში ხარჯავენ დაახლოებით იგივე თანხებს და მთავრობის ერთი თვის პრემია ალბათ ერთ ბავშვს განკურნავს.
20:39 / 03-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS