31 მარტი, 2016
რატომ დაშორდა ქეთი ხატიაშვილი მეუღლეს
ტანმოვარჯიშეს და ტელეწამყვანს ქეთი ხატიაშვილს ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, სერიოზული ტრამვა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა. მანამდე კი მის ცხოვრებაში ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა მის ცხოვრებაში, ქეთი ქმარს ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიას დაშორდა. ქეთი ხატიაშვილის ინტერვიუს ჟურნალი "სარკე" აქვეყნებს.

- ქეთი, შევიტყვეთ, რომ მოულოდნელად ოპერაცია დაგჭირდათ. რა დაგემართათ?

- გუდაურში იმედის დილის" ეთერისთვის გადაღება მქონდა. როგორც იცით სპორტული რუბრიკა მაქვს დილის ვარჯიშები გადავიღეთ, ძალიან კარგი ამინდი იყო და ცოტა ხანი სასრიალოდ დავრჩი.

სნოუბორდზე სრიალისას შემთხვევით
დავჯექი არ წავქცეულვარ, დიდი სიჩქარეც არ მქონდა აკრეფილი. უცებ დიდი ტკივილი ვიგრძენი, თითქმის გონება დავკარგე, ვეღარ ავდექი. მაშველები ძალიან მალე მოვიდნენ, ქვემოთ ჩამიყვანეს, შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მოვიდა.

თბილისში რომ ჩამოვედით, სურათი გადავიღე და აღმოჩნდა რომ კუდუსუნის სამი მალა იყო მოტეხილი და საოპერაციო გავხდი. რთული მდგომარეობა მქონდა.

ექიმების საშინლად მეშინია ტკივილის ატანა კი შემიძლია, ეს ყველა სპორტსმენს აქვს გამომუშავებული. ვიფიქრე რომ ოპერაციის გარეშე გამოვძვრებოდი. ბალერინებთან, ყოფილ სპორტსმენებთან ვიკითხე და აღმოჩნდა, რომ ეს ტრავმა არც თუ ისე იშვიათია და ოპერაციის გარეშეც იხორცებენ. ვიფიქრე მეც ასე შევძლებდი, მაგრამ ისეთი ტკივილები მქონდა ოპერაცია არ ამცდა.

- ახლა როგორ გრძნობთ თავს?

_ რეაბილიტაციის კურსს გავდივარ. ცოტ - ცოტა დაჯდომაც შემიძლია. დღეს პირველი დღეა, რაც საჭესთან დავჯექი, აქამდე არ შეიძლებოდა. ეთერში ჯერ ვერ ვარ. იმედი მაქვს ეკრანზე მალე გამოვჩნდები.

- მართალია, რომ მეუღლეს გაშორდი?

- დიახ, ერთმანეთს 2014 წელს გავშორდით.

- მტკივნეულად გადაიტანეთ გაშორება?

- ეს მარტივი არ არის. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ყველას უჭირს, მაგრამ როგორც მოხდა, მოხდა.

- ეცადეთ ეს ურთიერთობა გადაგერჩინათ?

- რა თქმა უნდა. სანამ ამ ნაბიჯს გადაგამენ ყველა ცდილობს ოჯახი შეინარჩუნოს. ალბათ ასე უნდა მომხდარიყო.

- ვინ დაგეხმარათ რთული პერიოდის გადალახვაში?

- ოჯახის წევრები მეგობრები ჩემ გვერდით იყვნენ.

- ყოფილ ქმართან შეძელით ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება?

- ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი ქალიშვილი ანასტასია 4 წლისაა, როგორც დედასთან ასევე მამასათან ატარებს დროს. ყველაფერი რიგზეა. მიკვირს ხოლმე როცა ყოფილ მეუღლესთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნანიკი
რა აუცილებელია ყველამ იცოდეს რატომ დაშორდა ქმარს, მათი ორი ადამიანის გადასაწყეტია და არა სხვა მესამე პირების. რატომ ცხოვრობთ ხლხნო სხვისი ცხოვრებით. ყველას დალგებული გაქვთ თვენი ურთიერთობაა. მივხედოთ საკუთარ სამზარეულოს სადაც ქოთანი თუხთუხებს და იწნებ გვეშველოს ჩვენ და ჩვენს ქვეყანას. ეს ჩემი აზრია და დასაშვებია ყველამ ვერ გაითავისოს
04:58 / 02-04-2016
გამოხმაურება / 0 /
დარიკო
პოპულარული გახდა და გაშორდაეს ხომ მოდაშია რა გიკვირთ ვაი ამათ პატრონს
02:18 / 01-04-2016
გამოხმაურება / 0 /
რუსო
ქეთი უსაყვარლესი გოგო და ადამიანია. ადვილია სხვის ცხოვრბაზე ლაპარაკი როცა საკუთარზე ვერ საუბრობ. ყველამ ჩვენ ცხოვრებას რო მივხედოთ კარგი იქნება... ქეთი გისურვებ დიდ წარმატებებს
01:09 / 01-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
ეხა სულ ამ წუთას მომივიდა აზრი, არ შეიძლება რომ პირველ ქორწინებას სახელი მიენიჭოს "პირობითი ქორწინება" ან რაიმე ამდაგვარი და თუ ბოლომდე იქნებიან ხო კარგი თუ არა და გამოსაცდელი პერიოდი რომ დაუმთავრდებათ და ვეღარ უგებენ, დაცილდებიან და ტრაგედიბიც არ იქნება.პირიქით ჰა როგორია? მეც გაშორებული ვარ ,მაგრამ 25 წლის მერე .აღარ გვიყვარდა ერთმანეთი და რატომ უნდა გვეცხოვრა ერთად? შვილს თავისი ოჯახი ქონდა და რა გვექნა?
00:27 / 01-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ხატია
ერთს დავაკვვირდი თუ გინდათ ქმართან გაშორება მიიგეთ მონაწილეობა ცეკვავენ ვარსსკვლავებში და გარანტირებული გაქვთ განქორწინებააა მებრალებით ძალიან
19:06 / 31-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS