22 თებერვალი, 2014
რის გამო გაკიცხეს „მეტისმეტად სექსუალური“ სკარლეტ იოჰანსონი
სკარლეტის ანგარიშზე ბევრი ცნობილი ფილმია, ის დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მსახიობად მიიჩნევა. გარდა ამისა, არაერთხელ დაუსახელებიათ ყველაზე სექსუალურ ქალად 29 წლის მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი ხშირად უჩივის იმას, რომ ზედმეტად სექსუალურად აღიქვამენ და ეს ცხოვრებაში ბევრ რამეში უშლის ხელს. ამჯერად მისი მონაწილეობით რეკლამა, რომელიც გაზიანი სასმლის აპარატებს აპიარებდა, მეტისმეტი სექსუალურობის გამო ზოგიერთ ტელევიზიაში აკრძალეს.

„მეტისმეტად სექსუალური“ და ვიწროწელიანი

თუმცა სკარლეტს ეს ამბები დიდად აღარ აღელვებს, რადგან მის პირად ცხო-ვრებაში ყველაფერი მშვენივრად არის. უკვე წელიწად-ნახევარია, რომენ დორიაკს ხვდება,
რომელზე დაინიშნა კიდეც და ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია. „ვგიჟდები რომენზე, ის ჩემთვის საუკეთესო მეგობარი გახდა, თუმცა ქორწინებას ჯერ არ ვჩქარობთ, - ამბობს მსახიობი, - თანამედროვე გოგონასთვის აღარ არის ისეთი აუცილებელი, სასწრაფოდ დააკანონოს მსგავსი ურთიერთობები“.

სკარლეტი 2011 წელს წყნარად და სკანდალების გარეშე გაეყარა მსახიობ რაიან რეინოლდსს და მას მერე დიდხანს მარტო იყო. მისმა ექსმეუღლემ კი სწრაფად იპოვა შემცვლელი და მეორე ქერა მსახიობზე, ლამაზმან ბლეიკ ლაივლიზე იქორწინა.

სკარლეტს მანამდე, ჯერ კიდევ კოლეჯში, გიტარისტ ჯეკ ანტონოფთან ჰქონდა ურთიერთობები, რომელიც ჯგუფ „ფინში“ უკრავდა და „გრემიც“ კი მიიღო, მერე ორი წელი მსახიობ ჯოშ ჰარტნეტს ხვდებოდა. კიდევ ორი წელი რეინოლდსთან ქორწინებაში გაატარა. ამჯერად ტრადიციას უღალატა - მისი რჩეული არც მსახიობია და არც მუსიკოსი. რომენი ჟურნალისტია.

სკარლეტის კარიერაშიც ყველაფერი ბრწყინვალედაა. მისი მონაწილეობით ერთმანეთის მიყოლებით გამოდის ახალი ფილმები. ბოლოს იყო მძაფრსიუჟეტიანი სურათი „პირველი შურისმაძიებელი: სხვა ომი“. თუმცა ამ ფილმის სარეკლამო პოსტერების გამოჩენასაც მოჰყვა მცირე სკანდალი. მაყურებლებმა სკარლეტი მეტისმეტად არარეალისტური გამოსახულების გამო გაკიცხეს - მას ფოტოებზე ძალიან ვიწრო წელი უჩანს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. სკარლეტის გმირი ნატაშა რომანოვი მეტსახელად შავი ქვრივია, მებრძოლი ქალი.

სარეკლამო პოსტერებზე მისი გამოსახვისას, როგორც ჩანს, ფოტოშოპის სპეციალისტებმა გადაამეტეს. „ტვიტერში“ აქტიურად წერდნენ: „საწყალი სკარლეტ იოჰანსონი. ვიღაცამ წელი დაუპატარავა „ფოტოშოპით“; „ჩემს კატას უფრო ფართო წელი აქვს, ვიდრე იოჰანსონს ამ პლაკატზე!“ და ა.შ.

ფილმების გარდა, სკარლეტს წარმატებული სარეკლამო პროექტებიც აქვს. გარდა იმისა, რომ მცირე ხნის წინ გახდა გაზიანი სასმლის მოსამზადებელი აპარატების მწარმოებელი კომპანიის სახე, რომლის სარეკლამო რგოლიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეტისმეტად სექსუალურად მიიჩნიეს. ასევე არის სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო სახე, რასაც მისთვის მილიონიანი კონტრაქტები მოაქვს.
„სულაც არ ვარ ლამაზი...“

სკარლეტ იოჰანსონი 1984 წლის 22 ნოემბერს ნიუ-იორკში დაიბადა. მამამისი, კარსტენ იოჰანსონი, დანიელი არქიტექტორი იყო, მწერლისა და რეჟისორის აინერ იოჰანსონის ვაჟი. სკარლეტის დედა კი ამერიკელი ებრაელი მელანი სლოუნი გახლავთ. სკარლეტს უფროსი და-ძმა და ტყუპისცალი ძმა ჰყავს.

მშობლები ადრე გაიყარნენ და სკარლეტმა ამის გამო ძლიერი სულიერი ტრავმა მიიღო. მოგვიანებით ამბობდა, რომ ხშირად არის მოწყენილი, ეს მოწყენილობა კი იმ დროიდან მოსდევს, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. „ფილმებში თამაშის დროსაც კი, როცა საჭიროა, რომ ვიტირო, საკმარისია გავიხსენო, როგორ ჩხუბობდნენ დედა და მამა...“

სკარლეტი ბავშვობიდან დადიოდა ლი სტრასბერგის სამსახიობო სკოლაში, თუმცა სამსახიობო კარიერა 1992 წელს დაიწყო სპექტაკლში „სოფისტიკა“, რომელშიც იტან ჰოუკი უწევდა პარტნიორობას.

კინოში 9 წლიდან თამაშობს. 11 წლისა უკვე შონ კონერის პარტნიორი იყო. გარდა მსახიობობისა, მონაწილეობდა ბობ დილანისა და ჯასტინ ტიმბერლეიკის კლიპებში.

სკარლეტის ანგარიშზე ბევრი ცნობილი ფილმია, ის დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მსახიობად მიიჩნევა. გარდა ამისა, არაერთხელ დაუსახელებიათ ყველაზე სექსუალურ ქალად.

სკარლეტი სხვა სახის აქტივობებითაც გამოირჩევა. მსახიობობის პარალელურად, შესანიშნავად მღერის და 2008 წელს მისი დებიუტიც შედგა პირველი ალბომით. სკარლეტი პოლიტიკურადაც აქტიურობს. ჯერ კიდევ 2004 წელს ჯონ კერის სა-პრეზიდენტო კამპანიაში იყო ჩართული. თანამშრომლობდა საქველმოქმედო ორ-განიზაცია „ოქსფემთან“, რომელთანაც ახლახან გაწყვიტა კავშირი.

იოჰანსონი და ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ვერ შეთანხმდნენ ებრაული საქონლის ბოი-კოტირების საკითხებზე. სკარლეტს, როგორც ცნობილია, ებრაელი დედა ჰყავს და ისრაელთან მჭიდრო კონტაქტი აქვს. თავად ამბობს, რომ ორივე რელიგიას დიდ პატივს სცემს, შობასაც აღნიშნავს და ხანუქასაც.

მიუხედავად ამდენი წარმატებისა და აღიარებისა, საკუთარი თავის მიმართ სკარლეტი საკმაოდ თვითკრიტიკულია. მიაჩნია, რომ მრავალი ნაკლი აქვს. „ცელულიტი მაქვს, ასსამოცდასამი სანტიმეტრი ვარ, დაჭმული ფრჩხილები მაქვს, ცოტა ჩახრინწული ხმა, მხრებში მოხრილი და ძალიან არაპრაქტიკული ვარ. ჩემი მკერდისა და სექსუალური ტუჩების გამო კი ხშირად ვერ აღმიქვამენ სერიოზულად, რაც ხელს მიშლის “, - ამბობს მსახიობი.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS