მსახიობის აზრებმა მის თაყვანისმცემლებში კრიტიკის ქარიშხალი გამოიწვია, მორწმუნეები მიიჩნევენ,
ამასობაში "ჰიურემის" კიდევ ერთ საიდუმლოს აეხადა ფარდა - ითქვა, რომ სერიალიდან მისი გაქცევის (მერე კი უკან დაბრუნების) ნამდვილი მიზეზი გადაღლილობა, ბავშვის გაჩენა და მის მამასთან კონფლიქტი კი არა, სულ სხვა რამ იყო - მსახიობმა შემთხვევით გაიგო, რომ პროდუსერმა თემურ სავჯიმ სულეიმანის როლის შემსრულებელს თურქ ვარსკვლავ ჰალით ერგენჩის მილიონნახევარი დოლარი გადაუხადა და თვითონაც ასეთივე მაღალი მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.
ხოლო მას შემდეგ, რაც უზერლის წასვლის შემდეგ სერიალის რეიტინგი მკვეთრად დაეცა (მან პირველობა სხვა თურქულ სერიალს, "მოწყალებას" დაუთმო), პროდიუსერმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სულთნის როლის შემსრულებელი გერმანიიდან თურქეთში "ჩამოეტყუებინა".