07 მარტი, 2015
სექსის დაუწერელი კანონები - ეს ყველამ უნდა იცოდეთ
ინტიმი სურვილებისა და თავისუფლების ჩვენეული აღქმის საუკეთესო გამოვლინებაა. შესაბამისად სექსუალური ცხოვრებისთვის საყოველთაო დეკლარაცია არავის შეუმუშავებია, მაგრამ არსებობს დაუწერელი წესები, რომლიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

1. როდესაც თქვენს პარტნიორთან პირველად კავდებით ინტიმური აქტით, ეს არ არის მასთან საუკეთესო სექსი.

რაც უფრო მეტი დრო გადის ადამიანები მით უფრო ადვილად იხსნებიან ერთმანეთთან. ასე რომ, საუკეესო სექსი შეიძლება იყოს ყოველი მომდევნო.

2. თუ სხეულის რომელიმე ნაკლოვანებაზე დაგცინათ ან გაგაკრიტიკათ - ნაგავია.

მეორედ არასდროს დაწვეთ მამაკაცთან, რომელიც გადაკრული სიტყვით მაინც გაგრძნობინებთ, რომ სხეულს
გიწუნებთ.

3. სექსი სახალისო და სასაცილოა

სექსს თან ახლავს უცნაური ხმები, რომელიც სიცილს გგვრით. მოსაწყენი აქტი, მხოლოდ გამრავლების მიზნით, სექსი არ არის.

4. წინდები გაიხადეთ

მამაკაცების უმეტესობა სექსისას ნასკებს არ იხდის. დაფიქრდით, რა სულელური სიტუაციაა, როდესაც მთლიანად შიშველი ხართ, ნასკები კი ჯერ კიდევ თქვენს ტერფებს ფარავს.

5. თუ არ იტყვით რა გინდათ, ვერც მიიღებთ

ნუ გრცხვენიათ თქვენი სურვილების. არ გეგონოთ, რომ საყვარელი ადამიანი უარს გეტყვით თქვენი ვნებიანი ფანტაზიის განხორციელებაზე.

6. ხვევნა-კოცნა არაჩვეულებრივია, მაგრამ...

სექსის შემდეგ აუცილებელია ძილი.

7. არ ჭამოთ


იმის მიუხედავად, რომ მამაკაცს/ქალს შეიძლება არ აღიზიანებდეს თქვენი მადა, მაინც მოერიდეთ სექსის მერე მაცივართან დადგომას.

8. ადექით და მოშარდეთ!

ადამიანებს ხშირად სექსის შემდეგ საპირფარეშოშო გასვლა ეზარებათ, რაც შარდის ბუშტის პრობლემების მიზეზად იქცევა ხოლმე.

9. დილის სექსი სხეულს აჯანსაღებს!

იდეალურია დილა როცა ფინჯან ყავასა და გემრიელ საუზმეს თან სდევს ვნებიანი სექსი.

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS