თავში

ბოლნისში "ჩინური სათბური" ააშენეს

ბოლნისში "ჩინური სათბური" ააშენეს
ბოლნისში ჩინური სათბური ააშენეს

ახალგაზრდა ფერმერმა მიხეილ რეხვიაშვილმა სოფელ რაჭისუბანში 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ე.წ ჩინური სათბური ააშენა.  მიწისქვეშა სათბურში დამწყებ ფერმერს პომიდორი და კარტოფილი მოჰყავს. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ერთადერთ „ჩინურ სათბურში“ მიხეილ რეხვიაშვილმა უკვე 2 ტონამდე პომიდვრის მოსავალი მიიღო. პროდუქციას ფერმერი ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

„ჩინური სათბური“ დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოინახულა. მიხეილ რეხვიაშვილს მერმა ბოლნისში ახლად ამოქმედებული აგროცენტრის სერვისები შესთავაზა და ფერმერს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ შექმნილი პროგრამების შესახებაც მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

როგორც ახალგაზრდა ფერმერმა აღნიშნა, ის მომავალში ევროკავშირის დახმარებით შექმნილი აგროცენტრის სერვისებით სარგებლობას გეგმავს.

„აგროცენტრში მიხეილს პროდუქციის შეფუთვის, ეტიკეტირებისა და სხვა საჭირო სერვისის მიღება შეუძლია, რაც მას სათბურში მოყვანილი მოსავლის რეალიზაციას უდავოდ გაუადვილებს. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი ახალგაზრდა ინტერესდება სოფლის მეურნეობით, ჩვენც ადგილობრივი თვითმმართველობა ვცდილობთ, დამწყებ ფერმერებს გვერდში ყოველთვის დავუდგეთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა, ამიტომ ვფიქრობ, ამ სფეროში ჩადებული თითოეული ინვესტიცია რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად განავითარებს. მსურს მიხეილს, ამ შესანიშნავ საქმეში, დიდი წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system