თავში

ფოთში ზეთის საწარმო შენდება

ფოთში ზეთის საწარმო შენდება
ფოთში ზეთის საწარმო შენდება

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით და „შპს ჯოლიოსთან“ თანამშრომლობით, ფოთში საკვები ზეთის საწარმო შენდება.

ქარხნის მშენებლობა ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდება და კომპანია სატესტო რეჟიმში დაიწყებს პროდუქტის ჩამოსხმას. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანია 40 ადამიანს დაასაქმებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის 5 მილიონი სესხი კი დამატებითი დანადგარების შეძენას მოხმარდება. საწარმო თვეში 3000 ტონა მზესუმზირის გადამუშავებას შეძლებს, რაც დაახლოებით 1 მლნ რაფინირებული ზეთის ბოთლის წარმოებას უტოლდება. 

გარდა ამისა, იგეგმება მზესუმზირის გადამუშავების შედეგად მიღებული „მზესუმზირის შროტის“ რეალიზაცია, რაც ცხოველთა კვებისთვის გამოიყენება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system