თავში

რა ღირს ყველაზე ძვირადღირებული ღვინო საქართველოში

რა ღირს ყველაზე ძვირადღირებული ღვინო საქართველოში
რა ღირს ყველაზე ძვირადღირებული ღვინო საქართველოში

უსახელოური - ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინოა, ბიო სერტიფიკატის ქონის შემთხვევაში, მისი ფასი ადგილობრივ ბაზარზე 750-850 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ ,,უსახელოურის"  საექსპორტო ფასი გაცილებით ძვირია. როგორც report.ge-თან მეწარმე თამაზ ომანაძემ აღნიშნა, სულ ორიოდე მაღაზიაა თბილისში, სადაც ეს ღვინო იყიდება და მისი მყიდველი ხშირ შემთხვევაში, კონფიდენციალურია. 

ომანაძის თქმით, ,,უსახელოური" საქართველოს ყველაზე იშვიათი და ძვირფასი ვაზის ჯიშია, რომელიც თითქმის გადაშენებული იყო.

ვაზი თავის საუკეთესო თვისებებს ლეჩხუმში, მდინარე ცხენისწყლის ხეობაში, ხვამლის მთის ფერდობზე ავლენს, კონკრეტულად, სოფლების: ოფიტარას, ლაძგვერიას, ოყურეშის, ისუნდერისა და ზუბის გარკვეულ ფერდობებზე, რომლებიც ცხენისწყლის ორივე მხარესაა განლაგებული. 

,,ჩვენი ღვინო ბიოსერტიფიცირებულია, წელს გვექნება 4 დასახელების ღვინო: ლეჩხუმის მწვანე ცოლიკაური, ნახევრად ტკბილი ქვევრის უსახელოური და მშრალი უსახელოური და ბიო უსახელოურის ჭაჭა. მომხმარებელი მცირე სეგმენტია, ძირითადად კონფიდენციალური მყიდველები გვყავს. სულ რამდენიმე მაღაზიაში იყიდება, 1 ბოთლი 750-850 ლარის ფარგლებში, 2012 წელს ცამოსხმული ,,უსახელოური" 3000 ლარადაც გაყიდულა,  ეს არის სუპერ პრემიუმ კლასის ღვინო, რომელზეც უცხოურ ბაზრებზე დიდი მოთხოვნაა. ანალოგიური ხარისხის ღვინო, ვროპული წარმოების, 800 ევროდ იყიდება", - ამბობს ომანაძე და დასძენს, რომ ეპიდემიის გამო ,,უსახელოურის" რეალიზიციაც შემცირებულია, ამასთან, რამდენიმე მარკეტინგული ღონისძიება გაურკვეველი პერიოდით გადავადდა.

რაც შეეხება ბიოღვინოს, როგორც თამაზ ომანაძე განმარტავს, ასე ეწოდება ღვინოს, თუ ის მოყვანილია ორგანული მეურნეობით და არ არის გამოყენებული ქიმიური სასუქები და სხვა შხამ–ქიმიკატები. ასევე, კონტროლდება ღვინის დაყენების პროცესი. სერტიფიცირებისას მთავარი პირობაა, რომ ღვინო უნდა იყოს სრულიად ნატურალური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system