თავში

წინასააღდგომოდ ბაზარზე კვერცხის ხარისხი მოწმდება

წინასააღდგომოდ ბაზარზე კვერცხის ხარისხი მოწმდება
წინასააღდგომოდ ბაზარზე კვერცხის ხარისხი მოწმდება

სააღდგომოდ კვერცხზე გაზრდილი მოთხოვნისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზარზე კონტროლს აქტიურად ახორციელებს. ამის შესახებ report.ge-ს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ წარმოებებს, იმპორტიორებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. კონტროლდება როგორც წარმოების პროცესი, ასევე კვერცხის ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ეტიკეტირების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.

მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სხვადასხვა პროფილის 1214 ბიზნესოპერატორთან. კვერცხის ადგილობრივ საწარმოებში ჩატარებული ინსპექტირებისა და დოკუმენტური შემოწმების შედეგად დარღვევები არ გამოვლენილა, რაც ბიზნესსექტორის ინფორმირებულობის გაზრდისა და სააგენტოს გააქტიურებული კონტროლის შედეგია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system