თავში

ანუკი არეშიძე: დედა იმყოფება სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში"

ანუკი არეშიძე: დედა იმყოფება სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისში"
ანუკი არეშიძე: დედა იმყოფება სასტუმრო დრიმლენდ ოაზისში

დედაქალაქის მერის, კახი კალაძის მეუღლე, ანუკი არეშიძე Facebook-ზე წერს, რომ ინფორმაცია, თითქოს ანუკის დედამ სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისი" დატოვა ტყუილია.

"გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დედაჩემმა დატოვა სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისის" ტერიტორია. დედა იმყოფება ჩაქვში, ექიმების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და როგორც ყველა მისი კოლეგა, რჩება სასტუმროში ინსტრუქციის სრული დაცვით", - წერს ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

Report.ge-სთან სასტუმრო "ოაზისის" მენეჯმენტმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხის მიღებამდე სასტუმრო გაიხსნა და დამსვენებლებმა ტერიტორია დატოვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system