თავში

ჭავჭავაძის გამზირი იკეტება

ჭავჭავაძის გამზირი იკეტება
ჭავჭავაძის გამზირი იკეტება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი იწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე, ჭავჭავაძის გამზირი ატენის ქუჩიდან წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე სრულად ჩაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

„ინტენსიურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების მოყვანა ნიშნულზე, პარალელურად კი, ეტაპობრივად დაიგება ასფალტის საფარის ბოლო ფენები. ამ ეტაპზე, საფეხმავლო სივრცეებში (ტროტუარები), მოპირკეთების და, ასევე, გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. გამზირზე მსგავსი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

თბილისის მერია მადლობას უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის დროს გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system