თავში

"დაწერე პატაკი, წადიო" - პოლიციელის ჩართვა უფროსის კაბინეტიდან - VIDEO

"დაწერე პატაკი, წადიო" - პოლიციელის ჩართვა უფროსის კაბინეტიდან - VIDEO
დაწერე პატაკი, წადიო - პოლიციელის ჩართვა უფროსის კაბინეტიდან - VIDEO

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, თამაზ ჯოხაძე ამბობს, რომ ხელმძღვანელობამ დღეს მას სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა, მიზეზი კი არ განუმარტავთ.

სამართალდამცველმა ფაქტის შესახებ საზოგადოებას უფროსის კაბინეტიდან ჩართული ფეისბუქლაივით აცნობა.

"დაწერე პატაკი, ოჯახური პირობების გამო, წადი. რას ქვია წადი? სამი შვილის მამა ვარ, ესენი შემინახავენ ოჯახს, თუ რა არის? ამათი მე ვერ გავიგე და ვერც თვითონ იგებენ. ჩემი აზრით, ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ჩემი სიძე, გიორგი მეზვრიშვილი, რომელიც შიდა ქართლში დაცვის პოლიციის უფროსი იყო და გამოუშვეს მხოლოდ იმიტომ, რომ იყო კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი", - ამბობს ჯოხაძე "ფეისბუქის" პირდაპირ ჩართვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system