თავში

ფსიქოლოგი: ის ბავშვები ვინც დარჩნენ ამ კატასტროფული შედეგებისგან უნდა დავიცვათ

ფსიქოლოგი: ის ბავშვები ვინც დარჩნენ ამ კატასტროფული შედეგებისგან უნდა დავიცვათ
ფსიქოლოგი: ის ბავშვები ვინც დარჩნენ ამ კატასტროფული შედეგებისგან უნდა დავიცვათ

"დანარჩენ ბავშვებზე, დანარჩენ თინეიჯერებზე, ამ ურთულეს ასაკში მყოფ ბავშვებზე უნდა ვიფიქროთ - არაფრით არ შეიძლება უფროსების მხრიდან ამდენი "უსასოობის" ფრქვევა" სატელევიზიო ეთერში",- ასე ეხმაურება ფსიქოლოგი ქეთი კობალაძე მოზარდის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში და საზოგადოებაში გაჩენილ განწყობებს.

ფსიქოლოგის განცხადებით, უფროსებს ევალებათ დაიცვან პატარები და უნდა მოუსმინონ.

"საზოგადოებაში განწყობები - "დედა ეს რა მოხდა", "ვინ დავსაჯოთ", "ამ ცხოვრების ასე და ისე" - არ შეიძლება, უბრალოდ ის ბავშვები ვინც დარჩნენ ამ კატასტროფული შედეგებისგან უნდა დავიცვათ. მინდა ვთქვა, როგორც ფსიქოლოგმა, რომ ეს ორი დღეა და წინა დღეებშიც საოცარი ნეგატიური, პესიმისტური, უკიდურესი რეაქციებია ყველგან. ყველა თავის აზრს წერს სოციალურ ქსელში, ჩვენ ამას ვკითხულობთ. ყველას მიღმა რჩება ის დარჩენილი ბავშვები, სკოლის მოსწავლე უამრავი ბავშვი, ამ გარდაცვლილი ბავშვის გარშემო სოციუმი- მისი თანატოლები. ეს ურთულესი ასაკია, ურთულესი პერიოდია. როდესაც ბავშვი აქამდე მიდის, მას ძალიან მძიმე განცდები ჰქონდა, ძალიან დეპრესიული იყო და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა ობიექტურად, სუბიექტური განცდებით ამას უბიძგებდა. დანარჩენ ბავშვებზე, დანარჩენ თინეიჯერებზე, აი ამ ურთულეს ასაკში მყოფ ბავშვებზე უნდა ვიფიქროთ - არაფრით არ შეიძლება უფროსების მხრიდან ამდენი "უსასოობის" ფრქვევა. მათ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მარტო არ არიან. არსებობენ ადამიანები, დაწესებულებები, სადაც მიხვალ და მოგისმენენ და უპირველეს ყოვლისა არსებობს ოჯახი - სადაც უნდა მიხვიდე და უნდა მოგისმინონ. საზოგადოებაში განწყობები - "დედა ეს რა მოხდა", "ვინ დავსაჯოთ", "ამ ცხოვრების ასე და ისე" - არ შეიძლება, უბრალოდ ის ბავშვები ვინც დარჩნენ ამ კატასტროფული შედეგებისგან უნდა დავიცვათ. დიდები ევალებათ დაიცვან პატარები და მოუსმინონ მათ. ჩვენ სხვა თაობა ვართ, მათ ჩვენზე მეტი იციან," - აცხადებს ფსიქოლოგი ქეთი კობალაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system