თავში

რამდენი ორსული გარდაიცვალა საქართველოში კორონავირუსით

რამდენი ორსული გარდაიცვალა საქართველოში კორონავირუსით
რამდენი ორსული გარდაიცვალა საქართველოში კორონავირუსით

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ანგარიშის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე , საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან 17 ლეტალური გამოსავლით დასრულდა.

მონაცემების თანახმად, მათ შორის არცერთი არ იყო ვაქცინირებული.

ჯამში ლეტალობის მაჩვენებელიმა 0.23% შეადგინა.

2020 წელს - 1 შემთხვევა, ლეტალობის მაჩვენებელი - 0.03%;

2021 წელს - 16 შემთხვევა, ლეტალობის მაჩვენებელი - 0.4%.

ამავე პერიოდში, საქართველოში ანტენატალურ მეთვალყურეობაზე რეგისტრირებული იყო 85 345 ორსული:

2020 წელს - 45 516;

2021 წელს - 39 829.

ორსულებში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა - 7 338 (ორსულთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი - 8.6%):

2020 წელს - 3 304 (7.3% 2020 წელს რეგისტრირებულ ორსულთა რაოდენობიდან);

2021 წელს - 4 034 (10.1% 2021 წელს რეგისტრირებულ ორსულთა რაოდენობიდან).

ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system