თავში

რაზე მიუთითებს თეთრი და შავი ლაქების არსებობა ფრჩხილებზე - VIDEO

რაზე მიუთითებს თეთრი და შავი ლაქების არსებობა ფრჩხილებზე - VIDEO
რაზე მიუთითებს თეთრი და შავი ლაქების არსებობა ფრჩხილებზე  - VIDEO

ექიმი, ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე facebook ჩართვაში ადამიანის ფრჩხილებისთვის დამახასიათებელი თეთრი ფერის ლაქების გამომწვევ მიზეზებს განმარტავს.

როგორც ღოღობერიძე ამბობს, ადამიანის ფრჩხილები შედგება ცილისგან და ეს ცილა არის საკუთრივ ალფა კერატინი, რომლის შედეგადაც ადამიანს აქვს თეთრი ფერის ხაზები ფრჩხილებზე.

მისი განმარტებით, თეთრი ფერის ლაქებს უმეტესად ფრჩხილის ტრავმა, მაგალითად ფრჩხილის კვნეტა იწვევს და ეს ნორმალურია, თუმცა რიგ შემთხვევებში ის შეიძლება გამოიწვიოს რკინა/თუთიის ნაკლებობამ, ასევე სხვადასხვა ვიტამინის დეფიციტმა, განსაკუთრებით კი ბე ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობამ. 

მისივე თქმით, აღნიშნული ვიტამინების ნაკლებობა აქვთ ადამიანებს, რომლებიც არ იკვებებიან სრულფასოვნად, აქვთ ფაღარათი, ნაწლავების დაავადებები და უჭირს ვიტამინების შეთვისება სხვადასხვა პათოლოგიიდან გამომდინარე. მისივე თქმით, თეთრ ლაქებს ასევე შეიძლება იწვევდეს ფსიქოგენური სტრესი. 

ასევე თეთრი ფერის ლაქები ფრჩხილებზე შეიძლება გამოიწვიოს ნეფრიტმა, ფილტვის და გულის დაავადებებმა და სხვადასხვა სახის სიმსივნეებმა. 

ამასთან, ღოღობერიძე ამბობს, რომ თეთრ ლაქებზე მეტად ბევრად საშიშია შავი ლაქების არსებობა, რომელსაც გულის სარქველების მძიმე დაავადებები იწვევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system