თავში

წყნეთის ტყე-პარკში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

წყნეთის ტყე-პარკში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს
წყნეთის ტყე-პარკში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის თანახმად სივრცეში სხვადასხვა სახის საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ბატუტები და სხვა ინფრასტრუქტურა რამდენიმე ზონაზე გადანაწილდება.

დამონტაჟდება სხვა შესაბამისი საპარკე ავეჯი, მოეწყობა სავალი ბილიკები, განათების და სარწყავი ქსელები, დამატებით დაირგვება მცენარეები. გარდა ამისა, მიმდინარეობს კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა. რბილ საფარზე ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები დამონტაჟდება.

მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ვაკის მაჟორიტარ დეპუტატებთან ნოდარ ტურძელაძესთან და გიორგი მუსხელიშვილთან ერთად გაეცნო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system