თავში

CNN-ის კორესპონდენტს ენოტი პირდაპირი ეთერში დაესხა თავს- VIDEO

CNN-ის კორესპონდენტს ენოტი პირდაპირი ეთერში დაესხა თავს- VIDEO
CNN-ის კორესპონდენტს ენოტი პირდაპირი ეთერში დაესხა თავს- VIDEO

ამერიკული CNN-ის უფროს კორესპონდეტს, ჯო ჯონსს, რომელსაც თეთრი სახლის ეზოდან პირდაპირი ჩართვა ჰქონდა ენოტებმა შეუშალეს ხელი. თუმცა მან პირდაპირი ეთერი განაგრძო.

ჯონსმა არ იცოდა, რომ პირდაპირ ეთერში იმყოფებოდა, რადგან მას ყურსასმენის ელექტრო სადენი მოსძვრა. ამ დროს მან უკან ენოტები შეამჩნია. შესაშინებლად მათ ხის საგანი ესროლა და დაუყვირა, რომ წასულიყვნენ.

ჯონსმა თქვა, რომ ენოტები მასთან მეგობრობენ, რადგან გასულ კვირას პირდაპირი ეთერის დროს ფეხებზე შეხებას გრძნობდა და როდესაც დაიხედა, ენოტი დაინახა.

"ვინ იცის რატომ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს სინათლე იზიდავთ ცხოველებს. ამას ემატება ის ფაქტი, რომ თეთრი სახლის კამპუსი ახლა ხალხისგან დაცლილია და ცხოველები თავისუფლად გადაადგილდებიან", - განაცხადა ჯო ჯონსმა.

CNN-ის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ დადიან ენოტები ჯგუფის კარავში აპარატურებზე.

CNN-ის განცხადებით ახლა ამ ვიდეოს 1,4 მილიონი ნახვა აქვს და ყველა, მათ შორის ჯონსი, ამაზე კარგად იცინის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system