თავში

ლონდონის მუზეუმმა მსოფლიოში პირველი საშობაო მისალოცი ბარათი გამოფინა - PHOTO

ლონდონის მუზეუმმა მსოფლიოში პირველი საშობაო მისალოცი ბარათი გამოფინა
ლონდონის მუზეუმმა მსოფლიოში პირველი საშობაო მისალოცი ბარათი გამოფინა  - PHOTO

შობის მოახლოებასთან დაკავშირებით ლონდონის მუზეუმმა ექსპოზიციაზე უნიკალური, მსოფლიოში პირველი ნაბეჭდი საშობაო მისალოცი ბარათი გამოიტანა, რომელიც 1843 წლითაა დათარიღებული.

მსოფლიოში პირველი კომერციული საშობაო ბარათები დიდ ბრიტანეთში დაიბეჭდა. იდეა ინგლისურ-ირლანდიური წარმოშობის საზოგადო მოღვაწეს, მეწარმესა და მეცენატს ჰენრი კოულს ეკუთვნის. 176 წლის წინ მან 1000 საშობაო მისალოცების დაბეჭდვა შეუკვეთა.

მისალოცი ბარათების დიზაინი ინგლისელ მხატვარსა და ილუსტრატორს, ჯონ კოლკოტ ჰორსლის ეკუთვნის.

პირველი ნაბეჭდი საშობაო მისალოცების ფასი 1 შილინგი იყო და მათი გაყიდვით ჰენრი კოულმა დღევანდელი კურსით, დაახლოებით 4 დოლარი მოიგო.

1000 საშობაო ბარათიდან დღემდე მხოლოდ 21 შემორჩა, რომლებიც სან-ფრანცისკოში, დიკენსის მუზეუმში ინახება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system