თავში

სიამის ტყუპები წარმატებით გააცალკევეს - PHOTO

სიამის ტყუპები წარმატებით გააცალკევეს - PHOTO
სიამის ტყუპები წარმატებით გააცალკევეს - PHOTO

ვიეტნამის ბავშვთა საავადმყოფოში 100-მდე მედიკოსთა ჯუფი 12 საათის განმავლობაში 13 თვის სიამის ტყუპების გაცალკევების ოპერაციას ატარებდა. ამის შესახებ Mirror წერს.

ექიმების თქმით, გოგონები ტრუჩ ნიი და დიუი ნიი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობენ. 13 თვის ტყუპები 15 კგ იწონიან, რაც მათი მდგომარეობისთვის კარგია.

”ამ დრომდე, ეს შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულ ქირურგიად და ეს პირველი წარმატებული ნაბიჯია. გამოჯანმრთელების პროცესი რთული იქნება. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა ექიმმა.

სიამის ტყუპი გოგონები 2019 წელს, მენჯის შეერთებით, დაიბადნენ. მას შემდეგ ექიმების გუნდი ოპერაციის ჩატარებას გეგმავდა. 

"მოწინავე ქირურგიული ტექნიკისა და აღჭურვილობის წყალობით, ბავშვების სრული გამოჯანმრთელების შანსები ძალიან მაღალია", - განაცხადა 79 წლის პროფესორმა ტრენ დონგმა.

მედიკოსთა თქმით, გოგონებს საბოლოო გაცალკევებისთვის არაერთი ოპერაცია დასჭირდებათ, მათ შორის პლასტიკური ქირურგიაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system