შოკოლადის კექსი შოკოლადის ჩიპსებით

ინგრედენტები: 3 კვერცხი, 1,5 ჭ შაქარი, 200 მლ არაჟანი, 100 გრ კარაქი, 1ს/კ კაკაო, 1 ჩ/კ დარიჩინი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 1 ჩ/კ სოდა, მწიკვი მარილი და ფქვილი (სქელი არაჟნის სისქის ცომს რამდენიც დასჭირდება), 100 გრ შოკოლადის ჩიპსები ან 1 ფილა შოკოლადი პატარა კუბიკებად დაჭრილი.

მომზადება:  კვერცხები და შაქარი ავთქვიფოთ კარგად, გოგლი-მოგლი რომ გათეთრდება, დავუმატოთ არჟანი. კარაქი გავადნოთ გაზზე, შევაგრილოთ და ჩავასხათ ცომში. ერთმანეთში ავურიოთ 2,5 ჭ ფქვილი, კაკაო, დარიჩინი, ვანილის შაქარი, სოდა და მარილი და ნელ-ნელა ჩავათქვიფოთ კვერცხებში. საჭიროების შემთხვევაში ფქვილი დავუმატოთ. ცომი სქელი არაჟნის სისქის რომ გახდება, შოკოლადის ჩიპსები ან საკმაოდ წვრილად დამტვრეული შოკოლადის ფილის ნატეხები გადავურიოთ. ჩავასხათ კარაქწასმულ ფორმაში და დაახლოებით 20 წუთი გამოვაცხოთ გახურებულ ღუმელში.

გემრიელად მიირთვით!

დატოვე კომენტარი