Sunteți pe pagina 1din 3

ციცინათელა

ჩემო​ ​ციცინათელა​!
რად​ ​მიჰფრენ​ ​ნელა​-​ნელა​?
შენმა​ ​შორით​ ​ნათებამ
დამწვა​ ​და​ ​დამანელა​!

ანათებ​ ​და​ ​კარგი​ ​ხარ​,


მე​ ​თუმც​ ​არას​ ​მარგიხარ​!..
ჩემი​ ​იყო​, ​ის​ ​მინდა​,
შენ​ ​კი​ ​სხვისი​ ​ბარგი​ ​ხარ​!..

აბრეშუმის​ ​პეპელა​,
ფუტკარი​ ​და​ ​წურბელა​,
შენზედ​ ​სარგებლიანი
შენ​ ​გენაცვალოს​ ​ყველა​!..

წურბელა​ ​მკურნალია​,
მაგრამ​ ​ცოტა​ ​მყრალია​...
მშიერი​ - ​სისხლის​ ​მტერიმ
რომ​ ​გაძღება​ - ​მთვრალია​!..

მაშ​ ​რად​ ​მინდა​ ​წურბელა​?


მან​ ​გული​ ​დამიბნელა​!
ისევ​ ​შენ​ ​და​ ​ისევ​ ​შენ​,
ჩემო​ ​ციცინათელა​!..

მეორე​ ​თაფლს​ ​და​ ​სანთელს


გვიკეთებს​ ​და​ ​სარგებელს
მით​ ​გვაძლევს​, ​მაგრამ​ ​კბენით
გვისივებს​ ​ცხვირ​-​პირს​ ​და​ ​ხელს​!

მაშ​ ​რად​ ​მინდა​ ​ფუტკარი​,


მკბენარი​, ​მოისარი​?
ისევ​ ​ციცინათელა​,
უწყინარი​ ​ის​ ​არი​!

მესამე​ ​ტანს​ ​გვიმოსავს


წყნარია​ ​და​ ​არ​ ​იქმს​ ​ავს​,
მაგრამ​ ​უგნურებითა
პარკში​ ​იღრჩობს​ ​თავის​ ​თავს​!

მაშ​ ​რად​ ​მინდა​ ​პეპელი​,


უგნურად​ ​თავის​ ​მკვლელი​,
და​ ​როგორ​ ​არ​ ​მერჩიოს
მასაც​ ​ციცინათელი​?

ჩემო​ ​ციცინათელა​,
საით​ ​ჰფრენ​ ​ნელა​-​ნელა​?
მე​ ​ვარ​ ​შენი​ ​ერთგული​,
სხვა​ ​მოგატყუებს​ ​ყველა​.

მებრალები​, ​კარგი​ ​ხარ​!


და​ ​ვაი​! ​სხვის​ ​ბარგი​ ​ხარ​!
სხვებს​ ​ბნელშიაც​ ​უნათებ
მე​ ​კი​ ​დღეც​ ​არ​ ​მარგიხარ​.

ნეტავ​ ​რისა​ ​გაქვს​ ​რიდი​?


ჩემსკენაც​ ​გამოფრინდი​,
ნათელი​ ​მომაფინე​,
მეც​ ​გამინათე​ ​ბინდი​!
კმა​, ​რაც​ ​დღემდის​ ​ვიწამე​;
აწ​ ​საყვარლად​ ​მიწამე
და​ ​მაშინ​ ​შენს​ ​სიყვარულს
დამავიწყებს​ ​მიწა​ ​მე​!..

ჩემო​ ​ციცინათელა​,
სადღა​ ​ჰფრენ​ ​ნელა​-​ნელა​?
შენმა​ ​შორით​ ​ნათებამ
უდროოდ​ ​დამანელა​!..

1869

S-ar putea să vă placă și