როგორ გავიკეთოთ ეფექტური მაკიაჟი - rogor.ge

როგორ გავიკეთოთ ეფექტური მაკიაჟი

 

მაკიაჟის არჩევა ძირითადად დამოკიდებულია სტილზე და მოდურ ტენდენციებზე, ასევე მნიშნველოვან როლს თამაშობს გემოვნება. მაკიაჟის გაკეთება აუცილებლად უნდა დაიწყოთ სახის გაწმენდით. მას შემდეგ რაც მორჩებით გასუფთავებას, წაისვით პუდრი ან ტონალური კრემი თანაბრად. ეცადეთ, რომ არ იყოს ადვილად შესამჩნევი და გამოკვეთილი. უმჯობესია, რომ ტონალური და პუდრი ესატყვისებოდეს თქვენი კანის ფერს, მათი მთავარი დანიშნულებაა სახის ნაკლის დაფარვა. როგორც წესი უმჯობესია პუდრის გამოყენება, რადგან ის ყველაზე ნაკლებად აზიანებს სახის კანს. რუჟი (რუმიანა) გამოიყენება სახის ფორმის მისაცემად. არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ მის გამოყენებას იმ შემთხვევაში თუ არ იცით მისით სწორად სარგებლობა.

 

აუცილებლად გაითვალისწინეთ თმის, თვალის, ტანსაცმლის ფერი და რაც მთავარია ის, თუ სად მიდიხართ. სადღესასწაულო და ყოველდღიური მაკიაჟი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

მიეცით ტუჩს სასურველი ფორმა კონტურის საშუალებით. კონტურის ფერი დაამთხვიეთ პომადის ფერს. ის მითი თითქოს ტუჩებს გადაცილებული პომადა ვიზუალურად ზრდის მათ, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ბევრად სჯობს გქონდეთ პატარა და ბუნებრივი ტუჩები ვიდრე ზედმეტი პომადისგან გამოწვეული საშინელი ეფექტი.

 

ტუში მაკიაჟის აუცილებელი ატრიბუტია. სანამ მას გამოიყენებდეთ გაითვალისწინეთ თმისა და კანის ფერი. შავგვრემანმა ქალბატონებმა გამოიყენეთ შავი ფერის ტუში, ხოლო ქერებს გირჩევთ ყავისფერს. ტუშის გამოყენებისას ფუნჯი ქვემოდან ზედა მიმართულებით ისე ამოძრავეთ, რომ მისი ხელში ბრუნვა არ შეაჩეროთ. შეეცადეთ არ დაიდოთ ზედმეტი ტუში და იყავით ფრთხილად, წამწამები, რომ არ დაგეწებოთ. ნუ დაიდებთ ტუშს ქვედა წამწამზე, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა თუ აპირებთ ფოტოში ან ვიდეოში გადაღებას.

 

წარბების კორექცია არის ლამაზი მაკიაჟის განუყოფელი ნაწილი. აუცილებელია წარბი თავდაპირველად სალონში პროფესიონალის მიერ დამუშავდეს. წარბისათვის სასურველი ფორმის მიცემის შემდეგ სახლის პირობებშიც შეგეძლებათ მათი კორექცია.

 

თვალის ჩრდილის გაკეთებისას მთლიანად დაფარეთ ქუთუთო საშუალო ტონის ჩრდილით. თვალის ზედა და ქვედა მხარეს გაიკეთეთ კონტური. გაითვალისწინეთ თქვენი თვალის ფორმა თვალის ფანქრის გამოყენებისას. წარბის მიდამოები განსაკუთრებით გაამუქეთ. ღრმად წასმული ფანქარი ვიზუალურად აპატარავებს თვალს, ქუთუთოზე წასმული კი საპირისპიროდ - ადიდებს.