შემოდგომა - rogor.ge

როგორია შემოდგომის ტრენდული თმის ფერი

როდესაც ჩვენს სხეულს უჭირს სეზონის გარდაუვალ ცვლილებასთან ადაპტაცია, ყველაზე მარტივი, რაც შეგვიძლია განწყობის გასაუმჯობესებლად გავაკეთოთ, არის სტილისტთან ვიზიტი. ჩვენ გეტყვით 5 ყველაზე მოდურ შემოდგომის ფერს.

როგორ შეცვალოთ დიეტა შემოდგომაზე, რომ წონაში არ მოიმატოთ და თავი კარგად იგრძნოთ

შემოდგომა არა მხოლოდ ქრონიკული დაღლილობისა და აპათიის, არამედ საშარდე სისტემის და ნაწლავების დაავადებების გამწვავების პერიოდია. გამოსავალი მხოლოდ ერთია: სწორად მოამზადოთ ორგანიზმი სიცივისთვის.

ჩვენ გეტყვით, როგორ გააძლიეროთ იმუნური სისტემა და ამავდროულად იყოთ ფორმაში.

როგორ გავაფორმოთ ბაღი საშემოდგომო ლანდშაფტით

შემოდგომის ბაღს შეუძლია ესთეტიკური რელაქსაციის უზრუნველყოფა, სადაც შეგიძლიათ დალიოთ ფინჯანი კაკაო ან ცხელი შოკოლადი შალის საბანში გახვეულმა, ეს ქმნის შემოდგომის ყველაზე ლამაზ მოგონებას. შემოდგომის ლანდშაფტი გადააქცევს ტერიტორიას მყუდრო, მდიდარ და თბილ ადგილად, სადაც შეგიძლიათ გაატაროთ წარმოუდგენლად მხიარული დრო, გაიხსენოთ ზაფხული, ისიამოვნოთ მოსავლით, შეხედოთ თქვენს გასაოცარ შემოდგომის ბაღს.

როგორ მოვაწყოთ გარდერობი საშემოდგომოდ

შემოდგომის დადგომისას თქვენ მოგიწევთ საზაფხულო ტანსაცმლის შეცვლა ახალი სეზონის შესაბამისად. თუმცა, არ არის საჭირო მთელი გარდერობის ახალი ტანსაცმლით ჩანაცვლება. შეგიძლიათ აქა-იქ დაამატოთ თბილი სამოსი. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სამკაულები და აქსესუარები, რომ საზაფხულო კოსტიუმები უფრო შესაფერისი გახადოთ შემოდგომისთვის.

როგორ გავიადვილოთ გაღვიძება?

თბილი ლოგინიდან ადგომა ყველა ადამიანისთვის არასასიამოვნო და რთული მომენტია. განსაკუთრებით კი შემოდგომის ცივ, წვიმიან დღეებში კომფორტული საწოლის დათმობა თითქმის ყველას უჭირს. დილით ადრე ადგომას კი ბევრი უპირატესობა გააჩნია. ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, უფრო მობილიზებული იქნებით და თანაც დღის განმავლობაში მეტი საქმის გაკეთებას მოასწრებთ. ადამიანებს დილით ადრე ადგომა იმის გამო უჭირთ რომ გაღვიძებისას თავს მაინც დაღლილად გრძნობენ. ამასთან, მათ არ აქვთ საკმარისი მოტივაცია, რის გამოც ამ კომფორტულ მდგომარეობას უნდა დააღწიონ თავი. რა უნდა გააკეთოთ რომ დილით ადრე ადგომა გაგიადვილდეთ?

როგორ შევიღებოთ თმა: შემოდგომის 10 ყველაზე პოპულარული ტრენდი

ქერად თმის შეღებვა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ამავე დროს რთული ნაბიჯია. ამ სეზონზე მოდაში ცივი ტონები, თაფლისფერი ჩრდილები და მრავალფეროვანი პალიტრებია. ჩვენ შევაგროვეთ 10 ყველაზე ტრენდული იდეა, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რა ფრად უნდა შეიღებოთ თმა და გააკეთოთ სწორი არჩევანი. მთავარია, რომ კარგი სტილისტი იპოვოთ, რათა თმის შეღებვის შედეგად, ვარცხნილობაში ყვითელი პიგმენტი არ ჭარბობდეს.

როგორი ჩანთებია მოდაში 2016 წლის შემოდგომაზე?

შემოდგომის დადგომამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა. უკვე უნდა დავიწყოთ ზრუნვა გარდერობის განახლებაზე და მივხედოთ ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქსესუარსაც. 2016 წლის შემოდგომის კოლექციის ჩანთები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რაც მთავარია, უარი უნდა თქვათ შავ და მოსაწყენ მოდელებზე. 2016 წლის შემოდგომის კოლექცია ყველაზე ბრწყინვალე, მრავალფეროვანი და თვალისმომჭრელია. მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 ყველაზე აქტუალურ ჩანთების ტრენდს მომავალი სეზონისთვის.

როგორ გამოვავლინოთ ვიტამინების ნაკლებობის სიმპტომი

დადგა შემოდგომა. ბევრისთვის უკვე ნელ-ნელა რთულდება დილით ადრე ადგომა და სამსახურში წასვლა. სეზონის ცვლიდან გამომდინარე ადამიანს უწევს ხელახალი ადაპტირება დაბალ ტემპერატურასთან და ცივ ამინდთან. ორგანიზმს უჭირს კონცენტრირება, ადვილად ღიზიანდება და გაფანტულია გონება. ბევრ ზოგს დეპრესიაც კი ეწყება. ეს ზემოაღნიშნული ყველა სიმპტომი მიანიშნებს ორგანიზმში ვიტამენების ნაკლებობაზე. ეს კი ნიშნავს, რომ ამ დეფიციტური ვიტამენის გამოვლენის და მათი საჭირო რაოდენობით მიღების შემთხვევაში ადამიანი ბევრად უფრო ჯანმრთელი იქნება და კარგად იგრძნობს თავს.