Вы находитесь на странице: 1из 10

ორგანიზმების შეგუება

ჩრდილოეთ და სამხრეთ
პოლარული რეგიონების
საარსებო გარემოსთან

ავტორი: მარიამ კაშია


ჩრდილოეთ პოლარულ
რეგიონში სხვადასახვა
სახეობის ძუძუმწოვარი
ბინადრობს. პოლარული
დათვი, მელა, მგელი და
კურდღელი არასრული
ჩამონათვალია.
ყველა მათგანი სიცივეს
კანქვეშა ცხიმის სქელი
ფენით, სქელი ბეწვით,
შეფერილობით, მოკლე
ყურებით, ცხვირითა და
ასევე მოკლე კიდურებით
ეგუება.
არქტიკაში ბალახისმჭამელი ცხოველები
ძირითადად ხავსებითა და მღიერებით, ასევე სხვა
ბალახოვანი მცენარეებით იკვებებიან.
ამ რეგიონში მხოლოდ ბალახოვანი მცენარეულობა
ხარობს, ისიც მხოლოდ ზაფხულის თვეებში.
მტაცებლები კი ხმელეთისა და წყლის
ძუძუმწოვრებს, ფრინველებსა და თევზებს ჭამენ.
ცხოველებში ყველაზე სიცივის ამტანი
თეთრი დათვია. ის არქტიკული ზამთრის
ყინვიან და ქარიშხლიან თვეებს თავის
ბელებთან ერთად ყინულის გამოქვაბულში
ატარებს.
დანარჩენი ცხოველებიც თავიანთ
ნაშიერებთან ერთად ძირთადად ყინულის
სოროებსა თუ ბუნაგებში ბინადრობენ,
რადგან ყინული ცუდი თბოგამტარია.
არქტიკის ზონაში ოკეანესა და
ზღვებში ცივი წყლების
მოყვარული თევზები და სელაპის
სახეობები ბინადრობენ.
აქ გვხვდება სიცივის ამტანი
ფრინველებიც, მაგ: ალბატროსი,
ქარიშხალა, რომლებიც ზღვის
ორგანიზმებით იკვებებიან.
• პინგვინები, სამხრეთ პოლარული რეგიონის ერთადერთი
ხმელეთის ბინადრები არიან. ეს ფრინველები ფრთებს მხოლოდ
ცურვისა და ყვინთვისთვის იყენებენ.
პინგვინები კოლონიებად
ცხოვრობენ.
იმისათვის რომ ანტარქტიკული
ზამთრის სიცივეს გაუძლონ
პინგვინები ერთად იკრიბებიან
და წრეში თავსდებიან, წრის
შუაგულში მყოფი პინგვინი
სიცივეს საერთოდ ვერ გრძნობს.
რაღაც დროის შემდეგ წრის
შიგნით და გარეთ მდგომი
პინგვინები ერთმანეთს
ანაცვლებენ.
გარდა ამისა პინგვინები სიცივეს
კანქვეშ სქელი ფენა ცხიმით და
მოკლე, ცხიმოვანი ბუმბულის
საშუალებით ეგუებიან.
პინგვინების 17 სახეობა არსებობს. ისინი კვერცხით მრავლდებიან. დედალი
პინგვინი დებს კვერცხს, რომელსაც მამალი პინგვინი უვლის და ათბობს. ნაშიერს კი
დედალი პინგვინები უვლიან.
ისინი სამხრეთის ოკეანის ბინადარი თევზებით, მოლუსკებითა და კიბოსნაირებით
იკვებებიან.
ანტარქტიდას ზაფხულობით
ფრინველები სტუმრობენ,
რომლებიც ზღვის ორგანიზმებით
იკვებებიან. ალბატროსი ფრენით
ათასობით კილომეტრს ფარავს. ის
ჩრდილოეთიდან მოფრინავს
ანტარქტიდაზე, სამხრეთის
ზაფხულის თვეებში.
ანტარქტიდის კონტინენტის
უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში
ზაფხულის თვეებში ყინულის
საფარი დნება. თუმცა მიწა მაინც
გაყინულია. ასეთ პირობებში
არსებობა მხოლოდ ხავსებსა და
მღიერებს შეუძლიათ.
გმადლობთ ყურადღებისთვის

Вам также может понравиться