თორნიკე გოგებაშვილი

ადმინისტრაციულ მიმართულებას თორნიკე გოგებაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც 1989 წლის 16 იანვარს დაიბადა და 2004-2005 წლებში დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებული კოლეჯი, ხოლო 2006-2012 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – ტრანსპორტის მენეჯმენტი, მაგისტრის ხარისხით. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ის ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი წყალბურთში, იცავდა საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ღირსებას და რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.

სწავლის პარალელურად ის სტაჟირებას გადიოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ALFA EXPRESS-ში, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში, სპორტის კომიტეტში.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2011 წელს, უფროს სპეციალისტად დაიწყო, 2013 წელს მთავარ სპეციალისტად დაწინაურდა, ხოლო 2017 წელს სამმართველოს ხელმძღვანელი გახდა, სადაც მაღალი მიღწევების და მასობრივო სპორტის სამმართველოს დღემდე ხელმძღვანელობს; 2020 წლის აგვისტოში ის საქართველოს რაგბის კავშირში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, ახლა კი ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.