04 მაისი 2024,   02:49
ვრცლად
მაღალი სიცხე, სახსრების ტკივილი, გამონაყარი, დაღლილობის შეგრძნება - ინდოეთში ახალი ვირუსული ინფექცია "პომიდვრის გრიპი" გამოჩნდა

მაღალი სიცხე, სახსრების ტკივილი, გამონაყარი, დაღლილობის შეგრძნება და დიარეა - ეს ის სიმპტომებია, რომელიც პომიდვრის ვირუსს ახასიათებს. ინფიცირებულ ადამიანზე ახალი ვირუსის ვიზუალურად შემჩნევა მარტივია, რადგან პაციენტს კანზე პომიდვრისფერი ლაქები ან ბუშტუკები უჩნდება. თუმცა მისი დიაგნოსტირება რთულია, რადგან სიმპტომები ძალიან ჰგავს კოვიდს, ჩიკუნგუნიასა და დენგეს ცხელების ნიშნებს.

პომიდვრის გრიპის იდენტიფიცირება პირველად ინდოეთის კერალას შტატში მაისის თვეში მოხდა. მოგვიანებით კი ვირუსი ინდოეთის კიდევ 3 შტატში გავრცელდა. გრიპი 82-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. ყველა მათგანი უმეტეს შემთხვევაში 5 წლამდე ბავშვია. 

პომიდვრის გრიპი სიცოცხლისთვის საშიში არ არის, ის კონტაქტის შედეგად, შეხებით, მარტივად გადამდებია. ვირუსი ჯერ კიდევ შესწავლის საგანია, რის გამოც არ არსებობს მის სამკურნალოდ სპეციალური დანიშნულება.

ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ პომიდვრის ვირუსის დამარცხება 7-10 დღეში ხდება. ექიმები შიშობენ, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ ვირუსი ხანდაზმულ ან იმუნიტეტი დაქვეითებულ პოპულაციაში, გავრცელდება თუმცა, ჯერჯერობით, ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

პომიდვრის ვირუსი ინდოეთის გარდა მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში გამოვლინდა. პაციენტებს, რომლებიც მცირეწლოვანი ძმები არიან, ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ და ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან.

დღის ამბები