06 მაისი 2024,   00:57
ვრცლად
ზუგდიდში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს. წელს ახალი სახლი 19 სოციალურად დაუცველ ოჯახს ექნება.

საცხოვრებლები, ახალი დიზაინით და განახლებული პროექტით შენდება, გაზრდილია გაბარიტული ზომები და დაერთებულია კომუნიკაციები.

სოფელ ზედა ეწერში, მანიების მრავალშვილიანი ოჯახისთვის განკუთვნილი სახლის მშენებლობის პროცესს, ზუგდიდის მერი პირადად გაეცნო.

ცნობისთვის, 2015 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 141 სოციალური სახლი აშენდა.

დღის ამბები