08 მაისი 2024,   09:54
ვრცლად
ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტექნიკური წყლის ჭაბურღილი მოეწყო

ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტექნიკური წყლის ჭაბურღილი მოეწყო. 49 ჰექტარზე, წყლის რესურსის უქონლობის გამო, ნარგავების მასობრივი გახმობის რისკი წლიდან წლამდე იზრდებოდა, რაც მუზეუმის განვითარებას აფერხებდა.

2023 წლიდან, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე წყლის რესურსის მოძიების სამუშაოები დაიწყო. შედეგად, მოეწყო ტექნიკური წყლის ჭაბურღილი და მიწისქვეშა წყლების მოსაპოვებლად მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა.

პროექტს წინ უსწრებდა ჰიდროგეოლოგიური კვლევა მიწისქვეშა წყლების არსებობის თაობაზე.

დღის ამბები